• Geo
  • Eng
26.01.2013
მეორე სპარინგი

ანთალიურ შეკრებაზე მყოფმა დინამოელებმა დღეს მორიგი, რიგით მეორე სპარინგი გამართეს. დუშან უჰრინის გუნდი უკრაინულ პოლტავის ვორსკლასთან 0:2 დამარცხდა.

პირველ ტაიმში თბილისელთა შემადგენლობა ასეთი იყო:

ლორია, ხოჭოლავა, გლიშიჩი, შაშიაშვილი, დვალი, ალვარო, მერებაშვილი, კოტო, სეთურიძე, კვარაცხელია, ხმალაძე

მეორე ნახევარში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ ჩვენმა გუნდმა შემდეგნაირად იასპარეზა:

ზარქუა, მენდი, გველესიანი, ხიზანეიშვილი, მილხრაუმი, ძარია, პაპავა, ტვილდიანი, დიასამიძე, ტატანაშვილი, შინდაგორიძე

დღევანდელ სპარინგში მონაწილეობა არ მიუღიათ ლევან ტყეშელაშვილს, ნიკა კვეკვესკირს, ჯაბა ჯიღაურს, გიორგი რეხვიაშვილს და ჩისკოს.

დინამო დიეგო მალანიას დაემშვიდობა, ემანუელ მენდიზე გუნდის მთავარი მწვრთნელი დაკვირვებას განაგრძობს. ალექს რადოვანოვიჩს ვირუსის გამო ორი დღე არ უვარჯიშია და გუნდთან ერთად დღეს განაახლა ვარჯიში. ანთალიაში დინამოს შეუერთდა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს გერმანელი პატრიკ მილხრაუმი.

28 წლის გერმანელი მცველი, პატრიკ მილხრაუმი უკანასკნელად ს/კ ზესტაფონში ასპარეზობდა. მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში მან 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ხანგრძლივი კარიერის მანძილზე პატრიკ მილხრაუმი სხვადასხვა დროს კარლსრუეში, აუე–ში, ალემანიაში, მიუნხენ 1860–ში და შტუტგარტ კიკერსში თამაშობდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024