• Geo
  • Eng
26.01.2013
დინამოელებმა ტურნირი გამარჯვებით დაიწყეს

დინამო–2 სეზონის მეორე ნახევრისთვის ემზადება. დღეს ჩვენმა გუნდმა ზაზა ბენდელიანის სახელობის თასის გათამაშებაზე ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა გამართა. დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დინამოელები ქართლი 2011–ის გუნდს დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ჩვენი გუნდის უპირატესობით წარიმართა, რამაზ მუმლაძის შეგირდებმა მეტოქეს დიდი ანგარიშით – 6:1 მოუგეს.

ბუდუ ზივზივაძემ და მიშა ჯიშკარიანმა დუბლი შეასრულეს, მეტოქის კარში თითო ბურთი გაიტანეს ვატო ფოცხვერიამ და ლაშა ჩაფიძემ.

დღევანდელი მატჩის პირველი ნახევარი დინამოელებმა შემდეგი შემადგენლობით ჩაატარეს:

სეფიაშვილი, სამხარაძე, გურეშიძე, კაკაბაძე, საბაძე, სარიშვილი, რეხვიაშვილი, პარუნაშვილი, ფოცხვერია, ზივზივაძე, არახამია

მეორე ტაიმში რამაზ მუმლაძემ შემდეგი შემადგენლობა ათამაშა:

ხაინდრავა, გურეშიძე, კაკაბაძე, კაკულია, თურმანიძე, მახარობლიძე, პაპუნაშვილი, ჩაფიძე, რუხაძე, ჯიშკარიანი

ბენდელას თასის გათამაშების მორიგ მატჩს დინამოელები 30 იანვარს, რუსთავის ფოლადის სტადიონზე, ადგილობრივ მეტალურგთან გამართავენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024