• Geo
  • Eng
25.01.2013
სპორტული გამოცემების დღე დინამო არენაზე!

პირველად საქართველოში, 25 იანვარს, 15:00 საათზე, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე, კოტე მახარაძის მედიადარბაზში სპორტული წიგნის ფესტივალი გაიმართა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო – დათო ტურაშვილის, დემიკო ლოლაძის, გარუნ აკოფოვის, ფრიდონ კერვალიშვილის, რევაზ შენგელიას, თენგიზ გაჩეჩილაძის, მამუკა კვარაცხელიას, გაბრიელ ბარჯაძის, გიორგი გორგოძის, გურამ ძაგანიას, ელენე ბილიხოძის, თამარ ჯიშკარიანის, თამარ ყულუმბეგაშვილის და სხვათა სპორტულ თემატიკაზე შექმნილი წიგნები.

სპორტული გამოცემების დღე სკ დინამო თბილისის, ლიტერატურულ ფესტივალ გარას, ინტერნეტჟურნალ geosports.ge–ს, ღვინის მწარმოებელი კომპანია მილდიანის, კომპანია კოკო სასუსნავის, კომპანია Smartmove-ს და რადიო STAR FM 93,9 ხელშეწყობით გაიმართა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024