• Geo
  • Eng
23.01.2013
ზაურ სვანაძე – 55

დღეს ჩვენი გუნდის ვეტერან ნახევარმცველს და საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატს– ზაურ სვანაძეს, 55 წელი შეუსრულდა. იგი დინამოს რიგებში 1981– დან 1989 წლამდე ასპარეზობდა და ჩატარებულ 286 შეხვედრაში 9 გოლის გატანა მოახერხა. არის სსრკ– ს 1981 წლის პირველობის ბრინჯაოს მედლის მფლობელი და 1981 წლის უეფას ევროპის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული. ვულოცავთ ბატონ ზაურს 55 წლის იუბილეს. ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024