• Geo
  • Eng
22.01.2013
პირველი ვარჯიში თურქულ შეკრებაზე

დინამოელები თურქეთში ახალი სეზონისთვის სამზადისს სამშბათიდან შეუდგნენ. დუშან უჰრინმა დღეს გუნდი ორჯერადად ავარჯიშა. თანაგუნდელებს თურქულ შეკრებაზე შეურთდა დინამოს ესპანელი ლეგიონერი ჩისკო მუნიოსი, რომელმაც მიკროტრავმა მოიშუშა.

შეგახსენებთ, რომ მოსამზადებელ ეტაპზე პირველ სპარინგს ჩვენი გუნდი ხვალ, თბილისის დროით 17:00 საათზე ყაზახეთის ჩემპიონ ყარაგანდის შახტიორთან გამართავს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024