• Geo
  • Eng
21.12.2012
ვლადიმერ გუცაევი – 60

დღეს ჩვენი კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელი– ვლადიმერ გუცაევი 60 წლის გახდა. ბატონი ვოვა დინამოს ფერებს 1971- დან 1986 წლამდე იცავდა. ჩვენი კლუბის შემადგენლობაში ჩაატარა 438 მატჩი და გაიტანა 83 გოლი. არის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი 1978, პირველობის მეორეადგილოსანი 1977 და ხუთგზის ბრინჯაოს მფლობელი 1971, 1972, 1976 (გაზ-შემ), 1981. ბროლის თასის 2- გზის გამარჯვებული 1976, 1979 და ვერცხლისმედალოსანი 1980. 6-ჯერ დასახელდა 33 საუკეთესო ფეხბურთელს შორის. 1972, 1978, 1979 წლებში პირველ ნომრად, ხოლო 1976, 1977, 1981 წლებში მეორე ნომრად. 1981 წლის ევროპის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული. სსრკ– ს ნაკრებში ჩატარებულ  11 შეხვედრაში გაიტანა 1 გოლი. 1976 წლის ევროპის ახალგაზრდული პირველობის ჩემპიონი. არის სპორტის დამსახურებული ოსტატი. ეს კიდევ არასრული ჩამონათვალია იმ მიღწევების, რომელიც ვლადიმერ გუცაევს უმდიდრესი საფეხბურთო კარიერის მანძილზე ჰქონდა. ვულოცავთ ბატონ ვოვას 60 წლის იუბილეს, ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვუსურვებთ მას.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024