• Geo
  • Eng
29.11.2012
დუბლებმა პირველი ადგილი დაიბრუნეს

დუბლშემადგენლობათა გათამაშების XVII ტურის შეხვედრა დინამოელებმა მცხეთაში, ვიტ ჯორჯიასთან გამართეს. ვასილ მაისურაძის შეგირდებმა მეტოქეს 3:1 სძლიეს და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიბრუნეს. დინამოელებმა ანგარიშის გახსნა მეორმოცე წუთზე მოახერხეს. გოლი ვაჟა მათიაშვილმა გაიტანა. 42–ე წუთზე თბილისელმა ფეხბურთელებმა უშუალო კონკურენტის კარი მეორეჯერ დალაშქრეს. გიორგი პაპუნაშვილის დარტყმული ზუსტი აღმოჩნდა. მასპინძლებმა ანგარიშში სხვაობის შემცირება 75–ე წუთზე მოახერხეს, გოლი გაგნიძემ გაიტანა. 83–ე წუთზე დედაქალაქელებმა ორბურთიანი სტატუს–კვო აღადგინეს. ალექსანდრე რეხვიაშვილის დარტყმის შემდეგ შეხვედრის საფინალო ანგარიში დაფიქსირდა.

დინამო: ხაინდრავა, საბაძე, გველესიანი, სამხარაძე, ხიზანეიშვილი, პაპავა (რეხვიაშვილი 46’), კვეკვესკირი, ჯიღაური, პარუნაშვილი (მესხი 85’), პაპუნაშვილი (წილოსანი 68’), მათიაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024