სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1378 1379 1380 1381 1382 1383 1384 1385 1386 ... 1658 Next 30 აპრილი2013 დინამოელები XXIX ტურის სიმბოლურში სპორტული გამოცემა ლელო ტრადიციულად ტურის შემდეგ, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებს. XXIX ტურის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ ხუთი დინამოელი - გიორგი ლორია, გიორგი სეთურიძე, გივი კვარაცხელია, ირაკლი ძარია და მიკელ ალვარო შეიყვანა. 29 აპრილი2013 დუბლების ფეხბურთელთა კომენტარები დუბლშემადგენლობათა გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე, დინამოელებმა ჩემპიონი გახდა. ჩვენი გუნდის ოფიციალური ვებ–გვერდი დუბლშემადგენლობის ოთხ ფეხბურთელს – თენგიზ კიტოვანს, გიორგი პაპუნაშვილს, ჭიაბერ ჭეჭელაშვილს და ოთარ კაკაბაძეს გაესაუბრა. 29 აპრილი2013 დუბლების გამოსვლას ვასილ მაისურაძე აფასებს დინამო თბილისის დუბლშემადგენლობამ მიმდინარე სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ჩემპიონობა მოიპოვა. დინამოელებმა შარშანდელი შედეგი გაიმეორეს და გათამაშება ზედიზედ მეორედ პირველ საფეხურზე დაასრულეს. დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გამართული დინამო 3:1 მეტალურგის შეხვედრის დასრულების შემდეგ, დინამოს დუბლშემადგენლობათა მთავარი გუნდის მწვრთნელს, ვასილ მაისურაძეს, საჩემპიონო სეზონის შეფასება ვთხოვეთ. 29 აპრილი2013 დუბლების პირველობას კვლავ დინამო იგებს დუბლშემადგენლობათა გათამაშების ოცდამეათე ტურის შეხვედრა დინამოელებმა შინ, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე, რუსთავის მეტალურგის წინააღმდეგ გამართეს. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს ორბურთიანი სხვაობით – 3:1 სძლია და გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე, ჩემპიონის ტიტული გაინაღდა. 29 აპრილი2013 მიმართვა სადისციპლინო კომიტეტს დღეს სკ დინამო თბილისმა ისარგებლა რა დისციპლინარული კოდექსით მინიჭებული უფლებით, სფფ- ს სადისციპლინო კომიტეტში შეიტანა შუამდგომლობა, სკ დინამო თბილისის ფეხბურთელ- ფრანჩისკო მუნიოსისადმი გამოტანილი სპორტული სანქციის შეჩერების თაობაზე.