• Geo
  • Eng
28.11.2012
მწვრთნელები ვიტ ჯორჯია – დინამოს აფასებენ

მცხეთაში გამართული მატჩის, ვიტ ჯორჯია 1:1 დინამო, დასრულების შემდეგ, მწვრთნელებმა კომენტარი გააკეთეს.

დუშან უჰრინი - კარგად დავიწყეთ, გოლიც გავიტანეთ. თუმცა მეტოქემ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, მაგრამ თუ არ ვცდები ხელით თამაშს ჰგავდა, ჩანაწერში ზუსტად გამოჩნდება. მოწინააღმდეგე პრაქტიკულად მთელი გუნდით უშეცდომოდ  იცავდა თავს. სასურველი შედეგის მიღწევაში ხელი უხარისხო მოედნის საფარმაც შეგვიშალა.

მერაბ კოჭლაშვილი - თავიდანვე ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა. პირველივე წუთებიდან აქცენტი კონტრშეტევებზე გავაკეთეთ. მეტოქე კლასის ხარჯზე მთელ რიგ ეპიზოდებში გვჯობდა კიდეც, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა ფრედ დასრულდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024