• Geo
  • Eng
20.11.2012
დინამოს აკადემიის U-14 გუნდი აზერბაიჯანში მიემგზავრება

ხვალ დინამოს საფეხბურთო აკადემიის U-14 გუნდი აზერბაიჯანში, სკ გაბალას მიწვევით გაემგზავრება. 22 და 24 ნოემბერს ჩვენი აკადემია გაბალას U-14 გუნდთან ორ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. თბილისიდან 1998 წელს დაბადებული 16 და 1999 წელს დაბადებული 4 ფეხბურთელი მიემგზავრება.

ლევან გვანცელაძე (მთ. მწვრთნელი) – ჩვენთვის ეს შეხვედრები საერთაშორისო გამოცდილების მისაღებად ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნულ მატჩებში ოცივე ფეხბურთელს მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024