სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1387 1388 1389 1390 1391 1392 1393 1394 1395 ... 1666 Next 4 მაისი2013 დინამო ჩემპიონია უმაღლესი ლიგის XXX ტურის შეხვედრა დინამოელებმა საკუთარ მოედანზე, ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ გამართეს. ქართულ კლასიკოდ წოდებულ შეხვედრაში გამარჯვება ჩვენმა ფეხბურთელებმა მოიპოვეს, მეტოქეს ანგარიშით – 4:0 სძლიეს და მორიგი სამი ქულა მოიპოვეს. 4 მაისი2013 დინამო VS ტორპედო – LIVE დინამო თბილისი 4 მაისს, უმაღლესი ლიგის XXX ტურის შეხვედრას დინამო არენაზე, ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელის მეორე არხი აწარმოებს. ჩვენი გუნდის ოფიციალური ვებ–გვერდი შემოგთავაზებთ აღნიშნული დაპირისპირების როგორც ტექსტურ, ასევე ვიდეო LIVE-ს. 3 მაისი2013 შეხვედრა დინამო არენაზე დინამო თბილისი 4 მაისს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის XXX ტურის შეხვედრას საკუთარ მოედანზე, ქუთაისის ტორპედოსთან გამართავს. დინამოელები ხვალინდელი მატჩის მოგების შემთხვევაში, პრინციპული მეტოქის დამარცხებით, უმაღლესი ლიგის 2012/2013 წლების გათამაშების ტრიუმფატორები გახდებიან. ამ მეტად მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ ჩვენი გუნდის ფეხბურთელები ოფიციალური ფან–კლუბის წევრებს, გლადიატორებს შეხვდნენ. 3 მაისი2013 დინამო – ტორპედოს ალექსანდრე კრიჭაშვილი განსჯის უმაღლესი ლიგის XXX ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს, ალექსანდრე კრიჭაშვილი განსჯის. 3 მაისი2013 ჩვენი მეტოქე – ტორპედო ტურის ცენტრალური შეხვედრა, ქართულ კლასიკოდ წოდებული დინამო – ტორპედო ხვალ, თბილისში, დინამო არენაზე გაიმართება. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება და დაპირისპირების პირდაპირ რეპორტაჟის ხილვა ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდის მეშვეობით შეგეძლებათ.