• Geo
  • Eng
17.11.2012
კოლხეთი – დინამოს შეხვედრას გიორგი ვადაჭკორია განსჯის

უმაღლესი ლიგის მეთხუთმეტე ტურის შეხვედრას, რომელსაც დინამოელები ფოთში, ადგილობრივ კოლხეთთან გამართავენ – გიორგი ვადაჭკორია განსჯის. ბოლო შეხვედრა, რომელიც გიორგი ვადაჭკორიამ იმსაჯა ჩიხურა 4:0 ვიტ ჯორჯია არის. აღნიშნულ დაპირისპირებაში ვადაჭკორიამ მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს ორჯერ ყვითელი ბარათი უჩვენა, ერთხელ კი თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა დანიშნა.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით უკანასკნელად გიორგი ვადაჭკორიამ უმაღლესი ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრა იმსაჯა. გორში გამართული დილა – დინამო ჩვენი გუნდის მარცხით დასრულდა. ხსენებულ დაპირისპირებაში მატჩის მთავარმა არბიტრმა გორელები და თბილისელი ფეხბურთელები სამ–სამჯერ გააფრთხილა. შეხვედრის 87–ე წუთზე კი დინამოს კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, გიორგი ვადაჭკორიას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

გიორგი ვადაჭკორია

===========================================

უმაღლესი ლიგა - 85 თამაში / 337 ყვითელი / 17 წითელი / 18 პენალტი

საქართველოს სუპერ თასი – 1 თამაში / 14 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

უეფა.ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი – 2 თამაში / 5 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21. საკვალიფიკაციო ეტაპი – 2 თამაში / 6 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17. საკვალიფიკაციო ეტაპი – 2 თამაში / 11 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

საერთაშორისო ამხანაგური მატჩები – 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024