• Geo
  • Eng
02.11.2012
4 ნოემბერი დინამოს ისტორიაში

ეროვნული ჩემპიონატის მეცამეტე ტურში 4 ნოემბერს, დინამო თბილისი ქუთაისს ესტუმრება. ადგილობრივ ტორპედოსთან შეხვედრა გივი კილაძის სტადიონზე გაიმართება და 18.00 საათზე დაიწყება.

4 ნოემბერს დინამოს საქართველოს პირველობაზე არ უასპარეზია. რაც შეეხება სსრკ– ს ჩემპიონატს, აქ დინამომ სამი მატჩი გამართა. 1965 წელს დონეცკში შახტიორთან უგოლო ფრედ დასრულდა შეხვედრა. მომდევნო წელს ასევე ფრედ დასრულდა მატჩი. ჩვენი მეტოქე სახალხო გუნდი იყო. სპარტაკის კარში გოლის ავტორი, კი სლავა მეტრეველი გახდა. 1988 წელს თბილისელები მოსკოვის ტორპედოსთან მინიმალური ანგარიშით 0–1 დამარცხდნენ.

4 ნოემბერს მტკვრისპირელებმა ევროთასებზე ოთხი შეხვედრა ჩაატარეს. 1981 წელს თასების მფლობელთა თასის გათამაშების 1/8 ფინალში დინამომ ფრანგული ბასტია 3–1 დაამარცხა. შენგელიამ ორჯერ მოახერხა თავის გამოჩენა, ხოლო ერთი ბურთი სულაქველიძის ანგარიშზეა. 1987 წელს უეფას თასის 1/16 ფინალში დინამომ ბუქარესტის ვიქტორიასთან ფრედ 0–0 ითამაშა. 1997 წელს ასევე უეფას თასის 1/16 ფინალში ჩვენი გუნდი პორტუგალიურ ბრაგასთან მინიმალური სხვაობით 0–1 დამარცხდა. 2004 წელს უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე დინამო ინგლისში ნიუკასლ იუნაიტედს დაუპირისპირდა და 0–2 დამარცხდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024