• Geo
  • Eng
17.06.2020
ევროთასები აგვისტოდან

უეფას ოფისში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. ვიდეოკონფერენციის ფორმატში მიმდინარე შეხვედრაზე საფეხბურთო სეზონის დასრულების გეგმაზე და ახალი სეზონის დაწყების თარიღებზე იმსჯელეს.

უეფას ჩემპონთა ლიგის 2020/2021 წლების სეზონი სტარტს შესარჩევი რაუნდით 8/11 აგვისტოს აიღებს. დინამო თბილისი, როგორც საქართველოს ჩემპიონი, ტურნირში პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან - 18/19 აგვისტოს ჩაერთვება.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები ერთმატჩიანი იქნება, ხოლო მასპინძელი გუნდი წილისყრის შედეგად გამოვლინდება. პლეი ოფის თამაშებს კლუბები ტრადიციულად საკუთარ მოედანზე და სტუმრად ჩაატარებენ.

 

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლის სეზონი:

8/11 აგვისტო - საკვალიფიკაციო ეტაპის შესარჩევი რაუნდი
18/19 აგვისტო - პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი
25/26 აგვისტო - მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი
15/16 სექტემბერი - მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი
22/23 და 29/30 სექტემბერი - პლეი ოფი
20 ოქტომბერი / 9 დეკემბერი - ჯგუფური ეტაპი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024