• Geo
  • Eng
18.12.2019
ვლადიმერ ელოშვილი – გამორჩეული მწვრთნელი

დღეს ქართული ფეხბურთის და დინამო თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელის – ვლადიმერ ელოშვილის დაბადების დღეა (92). ვლადიმერ ელოშვილი დინამოს შემადგენლობაში 1949-1959 წლებში ასპარეზობდა. არის 1951 და 1953 წლის პირველობის ვერცხლის მედლების მფლობელი. 1950 წლის გათამაშების მესამეადგილოსანი. სსრკ– ს ჩემპიონატში ჩაატარა 162 მატჩი. ორჯერ დასახელდა 33 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის. მიანიჭეს სსრკ– ს დამსახურებული მწვრთნელის ტიტული. მწვრთნელობის პერიოდში (1961–1987 წ.წ.) აღზარდა არაერთი ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი. მათ შორის: ალექსანდრე ჩივაძე, ვლადიმერ გუცაევი, ფირუზ კანთელაძე, დავით გოგია, ვახტანგ კოპალეიშვილი... 1967 წელს სსრკ– ს ჭაბუკთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ვლადიმერ ელოშვილი იმ გუნდის მწვრთნელი გახლდათ. ქართული ფეხბურთის ამაგდარი 2009 წლის 20 ნოემბერს გარდაიცვალა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024