• Geo
  • Eng
20.09.2019
ლევან მჭედლიძის წარდგენა დინამო არენაზე

დინამო არენაზე ჩვენი გუნდის ახალწვეულის ლევან მჭედლიძის პრეზენტაცია გაიმართა. ფორვარდი ჟურნალისტებსა და გულშემატკივარს დინამოს პრეზიდენტმა რომან ფიფიამ და გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ წარუდგინეს.

ზაზა დოლიძე: ძალიან მოხარულები ვართ ლევან მჭედლიძის ტრანსფერით. როგორც აღინიშნა, ლევანსაც სჭირდებოდა დინამო თბილისი და ჩვენც გვჭირდებოდა ის. კონტრაქტი გაფორმებულია 1+1 სისტემით. ჩვენი მიზანია ჩემპიონობა და გპირდებით, რომ დინამო თბილისი ქართულ ფეხბურთში სიხარულს დააბრუნებს.

ლევან მჭედლიძე: დიდი მადლობა ყველას ვინც ამ ტრანსფერზე იმუშავა, სიმართლე გითხრათ დიდი ხანი არ მიფიქრია. კლუბისთვის ყველაფერს გავაკეთებ, ფიზიკურად კარგად ვარ, უბრალოდ ორი კვირა არ მივარჯიშია. ყველაფერს ვიზავ, რათა ჩემპიონები გავხდეთ. როცა გადაწყვეტილებას ვიღებდი ოჯახმა დიდი როლი ითამაშა. აქ ჩამოსვლა არის სტიმული. ყველაფერს ვაკეთებ წინსვლითვის და არა უბრალოდ საქართველოში ყოფნისთვის, მიზანი კი საქართველოს ჩემპიონატის მოგებაა. გადაწყვეტილება ერთ დღეში მივიღე. მამაჩემმა დინამოში გადმოსვლაში დიდი როლი ითამაშა. მოგატყუებთ თუ ვიტყვი, რომ საქართველოს ჩემპიონატში დიდი დოზით ვიყავი ჩართული. რამდენიმე თამაშს ვუყურე, წინსვილის შანსი დავინახე და ამ ეტაპზე ჩემპიონატმა ჩემი ინტერესი გამოიწვია. ვაპირებ ჩემპიონობას და რა თქმა უნდა ნაკრებში დაბრუნებასაც.

რომან ფიფია: ეს არის დიდი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ. ჩვენი მიზანი არის ჩემპიონობა და გაიმარჯვებს უძლიერესი. ზამთრის ფანჯარა მოგვცემს საშუალებას ეს ნაბიჯები უფრო გავაძლიეროთ. მგონია, რომ ლევანის ტრანფერი დააფიქრებს ქართველ ფეხბურთელებს და თუ მოვრიგდებით მათაც დავიმატებთ. გვინდა ევროთასის ჯგუფურ ეტაპზე ვიასპარეზოთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024