ზუსტად 25 წლის წინ, დინამო არენაზე 80 000 მაყურებლის თანდასწრებით საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის, პირველი შეხვედრა გაიმართა. დინამო თბილისმა ფოთის კოლხეთი 1913 უმასპინძლა. ისტორიული მატჩი სტუმართა გამარჯვებით. ერთადერთი გოლი საკუთარ კარში გელა კეტაშვილმა გაიტანა.
დინამო თბილისი 0:1 კოლხეთი 1913 ფოთი
გოლი: კეტაშვილი (საკუთარ კარში)
დინამო: ხაპოვი, კეტაშვილი, ცხადაძე, ჭედია, არზიანი, გოგიჩაიშვილი, ქეცბაია, ცაავა, რევიშვილი, გურული, კაჭარავა
შეცვლაზე შევიდნენ: გ. ჯიშკარიანი, ჩიქოვანი
მთავარი მწვრთნელი: დავით ყიფიანი
კოლხეთი 1913: მ. გვასალია, კურგენიანი, ქაჯაია, გიორგაძე, გიგატაძე, შამათავა, თოფურია, დ. მახარაძე, ჯუღელი, თვარაძე, ავრამიდისი
შეცვლაზე შევიდნენ: თიბილაშვილი, ინიაშევი, ბაჯალაძე
მთავარი მწვრთნელი: ჯონი ჯანელიძე