სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 982 983 984 985 986 987 988 989 990 ... 1666 Next 5 ივნისი2015 ეროვნულ ნაკრებს პაპუნაშვილიც შეუერთდა სან მარინოს ახალგაზრდულ ნაკრებთან წარმატებულად ჩატარებული მატჩის შემდეგ, ჩვენი გუნდის ნახევარმცველი- გიორგი პაპუნაშვილი ეროვნულ ნაკრებს ავსტრიაში შეუერთდა. კახა ცხადაძეს შეკრებაზე და მატჩებში მონაწილეობის მისაღებად დინამოდან ლაშა თოთაძეც ჰყავს გამოძახებული. 5 ივნისი2015 ჩვენმა თამაშმა რჩეულები დაასახელა სპორტულმა გამოცემამ ჩვენი თამაში, დასრულებული სეზონის სიმბოლური გუნდი დაასახელა. გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში გამოცემამ ოთხი დინამოელი- ლაშა თოთაძე, მათე ცინცაძე, ოთარ კაკაბაძე და გიორგი პაპუნაშვილი შეიყვანა. 4 ივნისი2015 დინამომ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო ანდრო ჟორდანიას სახელობის საწვრთნელ ბაზაზე დინამო თბილისი ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა. საქართველოს თასის ფინალის შემდეგ გია გეგუჩაძემ გუნდი დღეს პირველად შეკრიბა, თუმცა არასრული შემადგენლობით. 4 ივნისი2015 ახალგაზრდულმა საქართველომ სან მარინოს აჯობა საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებმა ევრო 2017- ის პირველი შესარჩევი მატჩი წარმატებით ჩაატარა და პირველი 3 ქულაც ჩაიწერა. ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა სან მარინოს ახალგაზრდულ ნაკრებს სამი უპასუხო გოლით მოუგო. 4 ივნისი2015 19 წლამდელებმა თურქეთი დაამარცხეს თბილისში 19 წლამდე ფეხბურთელთა A ჯგუფის ელიტრაუნდის შეხვედრები მიმდინარეობდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჯგუფის ბოლო შეხვედრაში საქართველოს ნაკრები, თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. გიორგი დევდარიანის კრებულმა 2:1 აჯობა მეტოქეს.