• Geo
  • Eng
13.05.2023
დიდი გამარჯვების დღე

1981 წლის 13 მაისი ქართული სპორტის და ჩვენი კლუბის ისტორიაში განსაკუთრებული თარიღია. დინამოელები ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.

 

დიუსელდორფის ფინალურ მატჩში კარლ ცაისთან 2-1 გამარჯვების შემდეგ, დინამოელები უეფას თასების მფლობელთა თასს დაეუფლნენ. ტროფეი ჩვენი გუნდის კაპიტანმა ალექსანდრე ჩივაძემ უეფას პრეზიდენტისგან, არტემიო ფრანკისგან ჩაიბარა. დიდი გამარჯვების დღიდან 42 წელი შესრულდა.

 

დიუსელდორფი, რაინშტადიონი - დინამო თბილისი 2-1 კარლ ცაისი იენა

 

გოლები: 0:1 ჰოპე 63’  1:1 გუცაევი 67’  2:1 დარასელია 87’

მსაჯები: რიკარდო ლატანცი, ლუიჯი ანოლინი, პაოლო ბერგამო (იტალია)

უეფას კომისარი: დოქტორ იირა (ჩეხოსლოვაკია)

 

დინამო: გაბელია, კოსტავა, ჩივაძე ©, ხიზანიშვილი, თავაძე, დარასელია, სვანაძე (კაკილაშვილი 68), სულაქველიძე, გუცაევი, ყიფიანი, შენგელია

მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი

კარლ ცაისი: გრაპენტინი, ბრაუერი, ჰოპე (ოევერმანი 88), შილინგი, კურბივაიტი ©, შნუპჰაზე, კრაუზე, ლინდემანი, ბილაუ (ტიოპფერი 76), რააბი, ფოგელი

მწვრთნელი: ჰანს მაიერი

 

 

 


 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024