• Geo
  • Eng
13.01.2015
ლიბორ ჰრდლიჩკა - დინამოს შემოთავაზებას ზედმეტი ფიქრის გარეშე დავთანხმდი

დინამოში 29 წლის სლოვაკი მეკარე- ლიბორ ჰრდლიჩკა ჩაირიცხა. ჰრდლიჩკას ბოლო კლუბი უკრაინული ზაპოროჟიეს მეტალურგი გახლდათ. სლოვაკი მეკარე ბრატისლავის ინტერის აღზრდილია. თამაშობდა რუჟომბეროკში, ასევე ჩეხურ ბრნოში. ლიბორი რამდენიმე დღეა ჩვენს გუნდთან ერთად ვარჯიშობს და პირველ შთაბეჭდილებებსაც გვიზიარებს.

ლიბორ ჰრდლიჩკა- საფეხბურთო კარიერა ბრატისლავის ინტერში დავიწყე. 9 წელი დავყავი მშობლიური ქალაქის გუნდში. ვთამაშობდი სლოვაკეთის ასაკობრივ ნაკრებებში. შემდეგ გადავედი ჩეხურ ბრნოში, თუმცა ახალგაზრდული ასაკიდან და დიდი კონკურენციიდან გამომდინარე იშვიათად მიწევდა მთავარი გუნდის კარის დაცვა. 2010- ში სლოვაკეთში დავბრუნდი და რუჟომბეროკში ორნახევარი სეზონი გავატარე მთავარ მეკარედ. ბოლო კლუბი კი ზაპოროჟიეს მეტალურგი გახლდათ. მეტალურგში ველოდებოდი ახალ კონტრაქტს, როდესაც დინამოს მხრიდან რეალური ინტერესის შესახებ შევიტყვე და ზედმეტი ფიქრის გარეშე დავთანხმდი ამ შემოთავაზებას. დინამო ხომ დიდი გუნდია და მას ყველა იცნობს ევროპაში. ნანახით აღფრთოვანებული ვარ. აქ ფეხბურთელისთვის ყველანაირი კომფორტია შექმნილი და მოსამზადებელი პირობები ევროპული დონისაა. ვიცოდი, რომ გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელები ასპარეზობენ. შემიძლია ავღნიშნო მათი საკამოდ კარგი ტექნიკური მომზადება. ვიტყოდი, რომ ჩემს ბოლო კლუბში ასე ტექნიკურად არ თამაშობენ. ჩემი მთავარი მიზანი დინამოში წარმატებულად გამოსვლაა და ყველანაირად ვეცდები გუნდს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში დავეხმარო. ამ ჯერზე უმთავრესია ჩემპიონობა მოვიპოვოთ, ჩემთვის ეს განსაკუთრებული გრძნობა იქნება, რადგან ტიტული ჯერ არ მომიგია.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024