სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 973 974 975 976 977 978 979 980 981 ... 1666 Next 27 ივნისი2015 ოთარ კაკაბაძე იუბილარია ჩვენი გუნდის ახალგაზრდა მცველი- ოთარ კაკაბაძე იუბილარია. დღეს იგი 20 წლის გახდა. დინამოელები ვულოცავთ ოთარს დაბადების დღეს. დინამოს წარმატებებს და პირად ბედნიერებას ვუსურვებთ მას. 26 ივნისი2015 ჩვენი მეტოქე - გაბალა ნიონში ჩატარებული წილისყრის შედეგებით გაირკვა, რომ დინამო თბილისის მეტოქე ევროპა ლიგის 2015/2016 სეზონის პირველ ეტაპზე აზერბაიჯანის გაბალა იქნება, რომელმაც დასრულბულ ეროვნულ პირველობაზე 54 ქულით მესამე ადგილი დაიკავა. პირველი მატჩი 2 ივლისს თბილისში, დინამო არენაზე გაიმართება და 20.00 საათზე დაიწყება. მეორე შეხვედრას გაბალა 9 ივლისს უმასპინძლებს. 26 ივნისი2015 დინამო vs გაბალა – მატჩის ბილეთები 2 ივლისს, 20:00 საათზე, დინამო არენაზე უეფას ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრაში დინამო თბილისი აზერბაიჯანის გაბალას უმასპინძლებს. 26 ივნისი2015 ასტანაში მესამე ადგილისთვის ასტანაში მიმდინარე პრეზიდენტის თასზე საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებმა მესამე მატჩი გამართა. გოჩა ავსაჯანიშვილის შეგირდები აზერბაიჯანს დაუპირისპირდნენ და უგოლო ყაიმით დაცილდნენ მეტოქეს, რაც სამწუხაროდ საქართველოსთვის ფინალის საგზურის დაკარგვის ტოლფასი გამოდგა. 24 ივნისი2015 17 წლამდელებმა ბელორუსსაც მოუგეს ყაზახეთის დედაქალაქში მიმდინარეობს ყოველწლიური, ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი- პრეზიდენტის თასი. გათამაშებაში ასევე ტრადიციულად მონაწილეობას იღებს საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები გოჩა ავსაჯანიშვილის ხელმძღვანელობით