• Geo
  • Eng
17.04.2015
დუბლები სახლში დამარცხდნენ

დღეს დინამოს სარეზერვო შემადგენლობამ 24- ე ტურის შეხვედრაში ვიტ ჯორჯიას დუბლებს უმასპინძლა. სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. დინამოელებს პირველ ტაიმში რამდენიმე საგოლე მომენტი შეექმნათ, მაგრამ ვერ მოახერხეს მისი გამოყენება. დაცვაში დაშვებულ შეცდომას კი მასპინძელთა კარში შედეგიანი დარტყმა მოჰყვა. შემდეგ ეპიზოდში დინამოელებმა უხეშად ითამაშეს საკუთარ საჯარიმოში და სტუმრებმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით მეორედ აიღეს ისიანის კარი- 0:2. მეორე ტაიმმა მთლიანად დინამოელთა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით ჩაიარა, მაგრამ თამაზ სამხარაძის შეგირდებმა ვერ მოახერხეს მეტოქის მასირებული დაცვის ხაზის გარღვევა. საბოლოოდ შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა. შემდეგ მატჩს დინამოს სარეზერვო გუნდი 25 აპრილს ცხინვალის დუბლების წინააღმდეგ გამართავს.

დინამო დუბლები 0:2 ვიტ ჯორჯია დუბლები

დინამო დუბლები: ისიანი, ჯაფიაშვილი, ლოჩოშვილი, კაპანაძე, ნემსაძე (კობოური 70), ნ. ბაშალეიშვილი, ვეკუა (ზარია 55), კვერნაძე (ბუღრიძე 78), კობახიძე (ფირცხალავა 78), მიქელთაძე, ვოლკოვი (მზევაშვილი)

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024