სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 955 956 957 958 959 960 961 962 963 ... 1666 Next 25 აგვისტო2015 სუპერთასი - LIVE დღეს საქართველოს სუპერთასის მე- 14 გათამაშებაში დინამო თბილისი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გორის დილას დაუპირისპირდება. 20.00 საათიდან მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგთავაზებთ. ასევე ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ გვერდი შეხვედრის პირდაპირ და ტექსტურ რეპორტაჟს გთავაზობთ 25 აგვისტო2015 გიორგი თევზაძე იუბილარია ჩვენი გუნდის ახალგაზრდა მცველი- გიორგი თევზაძე იუბილარია. დღეს იგი 19 წლის გახდა. დინამოელები ვულოცავთ გიორგის დაბადების დღეს. დინამოს წარმატებებს და პირად ბედნიერებას ვუსურვებთ მას. 24 აგვისტო2015 სუპერთასისწინა პრესკონფერენცია მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში სპორტული ჟურნალისტების კითხვებს დინამო თბილისის და დილა გორის მთავარმა მწვრთნელებმა უპასუხეს. შეგახსენებთ, რომ ხვალ აღნიშნულ სტადიონზე 20.00 საქართველოს სუპერთასის მატჩი დაიწყება, რომელსაც დინამო და დილა გაითამაშებენ 24 აგვისტო2015 დინამომ სუპერთასის წინ ივარჯიშა ხვალ დინამოელები თავისი მდიდარი ტიტულების რაოდენობის შევსებას შეეცდებიან. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დედაქალაქურ გუნდს თასის მოპოვებაში გორის დილა შეეცილება 23 აგვისტო2015 საქართველოს სუპერთასი 2015 - დინამო vs დილა დინამო სამშაბათს 25 აგვისტოს დინამო თბილისი საქართველოს სუპერთასის მოსაპოვებლად გორის დილას დაუპირისპირდება. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 20.00 საათზე დაიწყება. საქართველოს სუპერთასი წელს მეთოთხმეტედ გათამაშდება, დინამოელებს კი აღნიშნული ტიტული ექვსჯერ აქვთ მოპოვებული