• Geo
  • Eng
24.04.2015
დინამო ცხინვალთან დამარცხდა

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე საქართველოს პირველობის 25- ე ტურის მატჩი გაიმართა. დინამო თბილისი საფეხბურთო კლუბ ცხინვალს დაუპირისპირდა და 1:4 დამარცხდა.

მატჩი საშუალო ტემპში დაიწყო. დინამოელებმა ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს, მასპინძლები კი უფრო კონტრშეტევაზე თამაშობდნენ. 24- ე წუთზე საბა ლობჟანიძემ შეტევის მარცხენა ფრთიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა, ბურთს მათე ცინცაძე გამოეხმაურა და ზუსტი თავური დარტყმით შეხვედრაში ანგარიში გახსნა 0:1. აღსანიშნავია, რომ მათე ცინცაძე საქართველოს ჩემპიონატებში დინამოს მიერ გატანილი მე- 2000 გოლის ავტორი გახდა. შემდეგ ეპიზოდებში საბა ლობჟანიძეს და მანუელს მართებდათ გატანა, მაგრამ ბოლო მომენტში სიზუსტე და სიძლიერე აკლდა მათ დარტყმულს. პირველი ტამის ბოლოსკენ 39- ე წუთზე გიორგი ივანიშვილი შეიჭრა სტუმართა საჯარიმოში და ანგარიში გაათანაბრა 1:1. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე მანუელის დარტყმული ცხინვალის კარის ხარიხამ მოიგერია. 59- ე წუთზე მასპინძლება მარჯვენა ფრთიდან წამოიწყეს შეტევა, საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს ნიკა კაჭარავამ მიუსწრო და ცხინვალი 2:1 დააწინაურა. 74- ე წუთზე ოთარ კაკაბაძემ ითამაშა უხეშად საკუთარ საჯარიმოში და მსაჯმა პენალტის ნიშნულისკენ ანიშნა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა ვარლამ კილასონიამ შეასრულა, ლიბორ ჰრდლიჩკამ კუთხე გამოიცნო, ბურთი მოიგერია და დინამო გადაარჩინა. ამის შემდეგ დინამოელები დიდი ძალებით გადავიდნენ შეტევაში და რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნეს, მაგრამ უშედეგოდ. მანუელს ორჯერ შეეძლო გატანა, მაგრამ მეკარემ არ დაანება. 87- ე წუთზე ბიძინა მახარობლიძემ მესამედ აიღო დინამოს კარი. ბოლო წუთზე კი რატი ცაცკრიალაშვილმა საფინალო ანგარიში დააფიქსირა.

ცხინვალი 4:1 დინამო

გოლი: 0:1 ცინცაძე 24’  1:1 ივანიშვილი 39’  2:1 კაჭარავა 59’  3:1 მახარობლიძე 87’  4:1 ცაცკრიალაშვილი 90’

გაფრთხილება: თოთაძე 28’  რენე 65’  კაკაბაძე 73’  შერგელაშვილი 78’  ცინცაძე 80’ 

ცხინვალი: ნადირაძე, შინდაგორიძე (ცაცკრიალაშვილი 53), ქარდავა, მახარობლიძე, თარხნიშვილი, კაჭარავა (კაჭკაჭიშვილი 89), კილასონია, ბაჩიაშვილი, ცერცვაძე, მაისაშვილი, ივანიშვილი (ლექვთაძე 76)

დინამო: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე (ჯიღაური 75), თოთაძე, რენე, შერგელაშვილი, ცინცაძე, პარუნაშვილი (ჩირგაძე 61), ლობჟანიძე, კიტეიშვილი, ჭანტურიშვილი (ჯანელიძე 88), მანუელი

მსაჯი: ა. ბასლეჰლო

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024