სლოვენიაში შეკრების მეშვიდე დღე დინამოელებმა დილით სახალისო და აღდგენითი ვარჯიშით დაიწყეს. ფეხბურთელებმა ადგილობრივ გოლფ კლუბში ფუტგოლფი ითამაშეს. შემდეგ გუნდმა ქალაქი მარიბორი დაათვალიერა, საღამო კი წყლის პროცედურებს დაეთმო. 19 ივნისს გია გეგუჩაძის გუნდი შეკრებაზე მორიგ სპარინგ მატჩს ჩაატარებს. დინამოელების მეტოქე სლოვენიური დომჟალე იქნება.