სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 892 893 894 895 896 897 898 899 900 ... 1666 Next 11 იანვარი2016 ალექსანდრე ამისულაშვილი და უჩა ლობჟანიძე დინამოში ითამაშებენ დინამო თბილისში საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი მცველი ჩაირიცხა. ამიერიდან დედაქალაქური გუნდის ღირსებას 33 წლის ალექსანდრე ამისულაშვილი და 28 წლის უჩა ლობჟანიძე დაიცავენ. აღსანიშნავია, რომ ორივე ფეხბურთელს აქამდე უკვე მოურგია ლურჯ-თეთრი ფორმა 11 იანვარი2016 გაიოზ ჯეჯელავა 1915 წელს დინამო თბილისის ლეგენდარული მარჯვენა გარემარბი– გაიოზ ჯეჯელავა დაიბადა. იგი ჩვენი კლუბის ღირსებას 1937 წლიდან 1948 წლამდე იცავდა. 157 ჩატარებულ შეხვედრაში 73– ჯერ მოახერხა მეტოქეთა დამწუხრება 9 იანვარი2016 დინამო ბაზაზე შეიკრიბა დღეს დინამოელები ანდრო ჟორდანიას სახელობის საწვრთნელ ბაზაზე ზამთრის პაუზის შემდეგ პირველად შეიკრიბნენ 9 იანვარი2016 ვიტალი დარასელია – 59 დინამოს ლეგენდას ვიტალი დარასელიას დღეს 59 წელი შეუსრულდებოდა. ვიტალი დარასელია 17 წლის ასაკში ჩაირიცხა საქართველოს საუკეთესო კლუბში და მალე დაიმკვიდრა ადგილი გუნდის ძირითად შემადგენლობაში. დარასელია ჩვენი გუნდის და საბჭოთა კავშირის ნაკრების შეუცვლელ ფიგურად იქცა 7 იანვარი2016 მათე ცინცაძე იუბილარია ჩვენი გუნდის ახალგაზრდა ნახევარმცველი- მათე ცინცაძე იუბილარია, დღეს იგი 21 წლის გახდა. დინამოელები ვულოცავთ მათეს დაბადების დღეს, სპორტულ წარმატებებს და პირად ბედნიერებას ვუსურვებთ მას