• Geo
  • Eng
15.05.2015
გურია vs დინამო - ურთიერთშეხვედრები

17 მაისს დინამო თბილისი უმაღლესი ლიგის 29- ე ტურის შეხვედრას ლანჩხუთში, ადგილობრივი გურიას წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 17.00 საათზე დაიწყება და მატჩის ვიდეო და ტექსტურ რეპორტაჟს ტრადიციულად ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ გვერდი შემოგთავაზებთ.

დინამოელებს ეროვნულ ასპარეზზე ლანჩხუთელთა წინააღმდეგ 26 მატჩი აქვთ გამართული. ურთიერთშეხვედრებში დინამოელები კოლოსალურ უპირატესობას ფლობენ – 20 მოგება, 3 ფრე და 3 მარცხი. ბურთების შეფარდება 76/17 ჩვენი გუნდის სასარგებლოდაა.

დედაქალაქელებმა გურია ექვსბურთიანი სხვაობით ოთხჯერ დაამარცხეს. ჩვენმა გუნდმა სამჯერ 6:0 მოუგო, 1999 წლის 15 მაისს, ეროვნული ჩემპიონატის მეათე გათამაშების XXVII ტურის შეხვედრაში კი მეტოქე 7:1 დაამარცხეს. აღნიშნულ დაპირისპირებაში სამი ბურთი აშვეთიამ გაიტანა, თოთო გოლი კი ჯინჭარაძის, კიკნაძის, ალექსიძის და ჩომახიძის ანგარიშზეა.

უკანასკნელი მატჩი დინამოსა და გურიას შორის 2014 წლის 30 ნოემბერს თბილისში გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრაში დედაქალაქელებმა მეტოქესთან 1:2 დათმეს შეხვედრა. გურიას კარში გოლი შერგელაშვილმა გაიტანა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024