• Geo
  • Eng
22.05.2015
დინამომ ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულა

დღეს დინამო არენაზე საქართველოს 26- ე პირველობის 30- ე, ბოლო ტურის მატჩი გაიმართა. თბილისელებმა საჩხერის ჩიხურას უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხეს მეტოქე. გია გეგუჩაძის გუნდმა შეხვედრაში სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და სამივე გოლი პირველ ტაიმში გაუტანა მეტოქეს. მე- 11 წუთზე საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა გიორგი პაპუნაშვილმა და ჩემპიონატში მე- 14 გოლი გაიტანა. ცხრა წუთში კიდევ ერთი ჯარიმა დაინიშნა სტუმართა კართან. ამჯერად ზუსტი და ძლიერი დარტყმით ლაშა თოთაძე გამოირჩა და ანგარიში 2:0 გახდა. 34- ე წუთზე ვახტანგ ჭანტურიშვილი შეტევის მარცხენა ფრთიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, ცენტრისკენ შეიწია და ტექნიკური დარტყმით მესამე გოლი გაიტანა ჩიხურას კარში. შვიდ წუთში გიორგი პაპუნაშვილს მართებდა მეოთხე გოლის გატანა, თუმცა მისი დარტყმული ოდნავ აცდა ქვილითაიას კარს. მეორე ტაიმში დინამოს კიდევ ჰქონდა სახიფათო მომენტები, მაგრამ თბილისელებს მეტი გოლი აღარ გაუტანიათ. სამაგიეროდ ორი საგოლე მომენტი შეექმნათ სტუმრებს და ორივე შემთხვევაში თბილისელთა კიპერმა- ლიბორ ჰრდლიჩკამ ითამაშა კარგად. 68- ე წუთზე თორნიკე მუმლაძეს ერთი ერთზე არ გაატანინა და მატჩის ბოლო წუთზე იმავე მუმლაძისა და მიშიკო სარდალიშვილის დარტყმულები გააუვნებელყო. საბოლოოდ გია გეგუჩაძის სადებიუტო მატჩი გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. დინამომ 26- ე ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა.

თბილისელები 26 მაისს გასამართი დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალისთვის მოემზადებიან, სადაც მათი მეტოქე საფეხბურთო კლუბი სამტრედია იქნება. ფინალი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19.00 საათზე დაიწყება.

დინამო 3:0 ჩიხურა

დინამო: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, რენე, თოთაძე, შერგელაშვილი, ცინცაძე, კიტეიშვილი, ჯიღაური, პაპუნაშვილი, ჭანტურიშვილი, ჩირგაძე

ჩიხურა: ქვილითაია, ჭელიძე, განუგრავა, კუჭუხიძე, დეკანოიძე, კორიფაძე, სარდალიშვილი, ჩიკვაიძე, ოდიკაძე, კაშია, დობროვოლსკი

გოლი: 1:0 პაპუნაშვილი 11’  2:0 თოთაძე 20’  3:0 ჭანტურიშვილი 34’

მსაჯი: დ. ხარიტონაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024