• Geo
  • Eng
10.09.2015
მერანი vs დინამო - მატჩამდე

11 სექტემბერს, საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეოთხე ტურის მატჩს ჩვენი გუნდი მარტვილში, მერანის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე 16.00 საათზე დაიწყება. მატჩის ვიდეო და ტექსტურ ლაივს ტრადიულად ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი განახორციელებს.

 

 

ჩვენი მეტოქე

მარტვილის საფეხბურთო კლუბი მერანი 1955 წელს დაარსებული სალხინოს ბაზაზე შეიქმნა. მარტვილის მერანი საქართველოს ჩემპიონატში 1997 წლიდან გამოჩნდა და მას შემდეგ გუნდი სტაბილურად ასპარეზობდა ქვეყნის პირველი ლიგის გათამაშებაში. მერანმა უმაღლეს ლიგაში აღსაზევებლად პირველად 2007–2008  წლების სეზონში გაიბრძოლა, თუმცა გუნდმა სატურნირო ცხრილში მესამე პოზიცია დაიკავა და მომდევნო სეზონიც პირველ ლიგაში დაიწყო. გუნდმა ანალოგიური შედეგი აჩვენა 2008-2009 და 2009-2010 წლების სეზონებში. 2009-2010 სეზონში მარტვილის მერანმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/2 ფინალურ ეტაპზე ითამაშა, სადაც ორი მატჩის ჯამში ვიტ ჯორჯიასთან 1:2 (1:0 / 0:2) დამარცხდა. 2010-2011 წლების სეზონში კი მარტვილის მერანმა საწადელს მიაღწია, გუნდმა პირველ ლიგაში მეორე პოზიცია დაიკავა და უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. დებიუტანტის კვალობაზე მერანმა შესანიშნავად ჩაატარა 2011-2012 წლების სეზონი და უმაღლეს ლიგაში მეხუთე ადგილი დაიკავა.

 

 

მწვრთნელი და მერანი

2014 წლის ზაფხულიდან მარტვილის მერანს უკრაინელი ფეხბურთის სპეციალისტი- ვლადიმერ ლობასი თავკაცობს. მისი ხელმძღვანელობით მერანმა გასულ ჩემპიონატში ჩატარებული 30 თამაშიდან ცხრაში იმარჯვა, ცხრა ფრე ითამაშა და თორმეტჯერ დამარცხდა. დაგროვილი 36 ქულით გუნდი მე- 11 ადგილზე გავიდა. მიმდინარე პირველობაზე მერანს სამი მატჩიდან სამი წაგება აქვს.

 

 

დინამომდე...

27- ე ჩემპიონატი მარტვილის მერანმა ქუთაისში 0:4 მარცხით გახსნა. შემდეგ საქართველოს თასის 1/16 ფინალის პირველ მატჩში დამარცხდა ჭიათურასთან 0:1. ამას ცხინვალთან დაძაბულ შეხვედრაში 2:3 მარცხი მოჰყვა და შემდეგ ფრე ჭიათურასთან 1:1, რითაც მერანი გამოეთიშა თასის გათამაშებას. დინამომდე მერანი საჩხერის ჩიხურას ესტუმრა და სამი უპასუხო ბურთით დამარცხდა.

 

 

დინამო VS მერანი

დინამოსა და მერანის ურთიერთშეხვედრებს ხანმოკლე ისტორია აქვს. ეს გუნდები ერთმანეთს სულ 10- ჯერ შეხვედრიან. ჩვენმა გუნდმა 10 თამაშიდან 6 მოიგო, 3 ფრედ ითამაშა და 1 მატჩი წააგო. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება 22/10 თბილისელთა სასარგებლოდ არის. დინამოსა და მერანის პირველი დაპირისპირება 2011 წლის 25 სექტემბერს შედგა. ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ბაზაზე გამართული პაექრობა ჩვენი ფეხბურთელების გამარჯვებით 2:1 დასრულდა. მარტვილელთა კარში გოლები ალექსანდრე კოშკაძემ და დავით ოდიკაძემ გაიტანეს.

დინამოსა და მერანს შორის უკანასკნელი დაპირისპირება 2015 წლის 11 აპრილს მარტვილში გაიმართა. შეხვედრა საყაიმო ანგარიშით 1:1 დამთავრდა. გოლი მარტვილელთა კარში გიორგი პაპუნაშვილიმა გაიტანა.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ფეხბურთელები არ დააკლდება.

 

 

მერანი vs დინამო – მსაჯი

საქართველოს ჩემპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი მერანის წინააღმდეგ გამართავს– აბდულა ბასლეჰლო განსჯის. მას ასისტენტობას ბ. ჭიჭინაძე და ლ. თოდრია გაუწევენ. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი გ. დოგრაშვილი შეასრულებს.

უკანასკნელი მატჩი, რომელიც აბდულა ბასჰლელომ იმსაჯა, 21 აგვისტოს უმაღლეს ლიგაში გამართული დილა 1:1 ბათუმის დინამო გახლავთ. აღნიშნულ მატჩში სირიელმა არბიტრმა ოთხჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით აბდულა ბასლეჰლომ უკანასკნელად ამა წლის 13 მაისს თბილისში გამართული დინამო 7:0 ზუგდიდი იმსაჯა. აღნიშნულ მატჩში აბდულა ბასლეჰლომ ექვსი ფეხბურთელი გააფრთხილა. 

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, აბდულა ბასლეჰლოს მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

აბდულა ბასლეჰლო
დაბადების თარიღი: 1976 წლის 8 მარტი
===========================================
უმაღლესი ლიგა - 28 თამაში / 129 ყვითელი / 6 წითელი / 8 პენალტი

პირველი ლიგა - 20 თამაში / 89 ყვითელი / 7 წითელი / 14 პენალტი

მეორე ლიგა – 16 თამაში / 59 ყვითელი / 4 წითელი / 8 პენალტი

საქართველოს თასი – 5 თამაში / 27 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

 

 

მერანის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში მარტვილელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

ზარქუა - გეგია, პაჭკორია, შალიკაშვილი, რუხაია - კუტალია, ჯღამაია, ხორგუაშვილი, გვაზავა, წოწონავა - აშორტია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024