• Geo
  • Eng
24.07.2015
4:1 გამარჯვება საბურთალოსთან სპარინგში

დღეს ანდრო ჟორდანიას სახელობის დინამოს საწვრთნელ ბაზაზე დინამოელებმა მორიგი სპარინგ მატჩი გამართეს. გია გეგუჩაძის გუნდის მეტოქე უმაღლესი ლიგის დებიუტანტი- საბურთალო გახლდათ. დინამოელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და მეათე წუთისთვის ორი ბურთით დაწინაურდნენ. მე- 8 წუთზე ანგარიში ჯაბა ჯიღაურმა გახსნა, ხოლო ორიოდე წუთში ალექსანდრე იაშვილმა გაზარდა სხვაობა. ტაიმი დინამოელთა ტერიტორიული უპირტესობით წარიმართა. საკმაოდ აქტიურობდნენ ოთარ კიტეიშვილი და გიორგი ქვილითაია. პირველი ნახევრის ბოლოს ამ უკანასკნელის წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმა ალექსანდრე იაშვილმა უზადოდ შეასრულა და დუბლი გაიფორმა. მანამდე კი ჯაბა დვალი არტყავდა მასპინძელთა კარის მიმართულებით, თუმცა არაზუსტად. მეორე ნახევარში გია გეგუჩაძემ არაერთი ცვლილება გააკეთა. გიორგი ჯანელიძის, ბაჩანა არაბულის და ვახო ჭანტურიშვილის აქტიურობას მეოთხე გოლი მოჰყვა საბურთალოს კარში. შეტევა შედეგიანი დარტყმით ჭანტურიშვილმა დააგვირგვინა. 64- ე წუთზე კი სტუმრება მოახერხეს ერთი გოლის გატანა, თავი ხორხელმა გამოიჩინა. მატჩის ბოლომდე დინამოელებს კიდევ შეეძლოთ ანგარიშის შეცვლა, თუმცა ბოლო მომენტში შემტევებს სიზუსტე აკლდათ. დინამოელები საბურთალოს ოფიციალურად 29 აგვისტოს, ჩემპიონატის მესამე ტურში უმასპინძლებენ.

დინამო 4:1 საბურთალო

გოლი: 1:0 ჯიღაური 8’  2:0 იაშვილი 10’  3:0 იაშვილი 43’ (პენ)  4:0 ჭანტურიშვილი 61’  4:1 ხორხელი 64’

დინამო: ჰრდლიჩკა (ბეგაშვილი 46), კაკაბაძე (ტვილდიანი 63), რენე (გველესიანი 46), ჭელიძე, თევზაძე (გურული 46), ცინცაძე, პარუნაშვილი (ჯანელიძე 46), ჯიღაური (ჭანტურიშვილი 46), კიტეიშვილი (ლობჟანიძე 63), იაშვილი (არაბული 46), ქვილითაია (ვოლკოვი 74)

საბურთალო: ქურდაძე, ბეროშვილი, მარგველაშვილი, მამუჩაშვილი, ჩაბრაძე, სოფრომაძე, ალთუნაშვილი, ხარაიშვილი, ფანცულაია, გვარაძე, გოშთელიანი

შეცვლაზე შევიდნენ: დვალი, ჩოჩიშვილი, ნიკოლაშვილი, ხორხელი, შიხაშვილი, ვაჭარაძე, ბიძინაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024