• Geo
  • Eng
16.09.2015
გამარჯვება კოლხეთთან 1:0

დღეს დინამო არენაზე დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/8 ფინალური დაპირისპირების პირველი მატჩი გაიმართა. დინამო თბილისმა ფოთის კოლხეთი მიიღო და 1:0 დაამარცხა.

შეხვედრა დინამოელთათვის არასასიამოვნოდ დაიწყო. მატჩის დებიუტში ლიბორ ჰრდლიჩკამ ტრავმა მიიღო და მის მაგივრად მოედანზე გიორგი ბეგაშვილი შემოვიდა. ამ მომენტამდე თბილისელებმა კინაღამ კურიოზული გოლი გაუშვეს, ბოლო წამს რენე ფერეირამ ითამაშა კარგად და თბილისელთა კარი გადაარჩინა. დინამომ შეტევებს უმატა, რამდენიმე სახიფათო იერიშიც განახორციელა, თუმცა გადამწყვეტი დარტყმისას ალექსანდრე იაშვილს და ვახო ჭანტურიშვილს სიზუსტემ უმტყუნა. მეტ-ნაკლებად სახიფათო კონტრშეტევებს სტუმრებიც ახორციელებდნენ. ერთ ეპიზოდში მიჯრით რამდენიმე კუთხური მოაწოდეს დინამოს კართან. 33- ე წუთზე გიორგი ქვილითაია გავიდა კოკა სეფაშვილთან პირისპირ, მაგრამ ვერ აჯობა ფოთელთა მეკარეს. ექვს წუთში მასპინძლებმა საგოლე კომბინაცია გაითამაშეს. ალქსანდრე იაშვილი შეტევის მარცხენა ფრთიდან შეიჭრა საჯარიმოში, ჩააწოდა ჯაბა ჯიღაურს და ამ უკანასკნელმა ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი კოლხეთის კარში. ორიოდე წუთში ოთარ კიტეიშვილის სახიფათო დარტყმა უკუაგდო კოკა სეფიაშვილმა. 53- ე წუთზე ოთარ კაკაბაძის გადაცემის შემდეგ ოთარ კიტეიშვილმა ბურთი ხარიხას გაარტყა. შეხვედრა დაბალ ტემპში და სახიფათო მომენტების გარეშე გაგრძელდა. 83- ე წუთზე კიდევ ერთი გაუთვალისწინებელი ცვლილება დინამოს შემადგენლობაში. დაშავებული მათე ცინცაძის ნაცვლად, მინდორზე ლაშა პარუნაშვილი გამოჩნდა. საბოლოოდ 1:0 დედაქალაქელთა სასარგებლოდ. საპასუხო მატჩი ლანჩხუთში 28 ოტომბერს გაიმართება.

მომდევნო შეხვედრაში დინამოელები 20 სექტემბერს, 18:00 საათზე ეროვნული პირველობის მეხუთე ტურში ზუგდიდს უმასპინძლებენ.

დინამო  1:0  კოლხეთი

გოლი: ჯიღაური 39’

გაფრთხილება: ჭელიძე 54’ 

დინამო: ჰრდლიჩკა (ბეგაშვილი 8), თევზაძე, რენე (გურული 46), ჭელიძე, კაკაბაძე, ცინცაძე (პარუნაშვილი 83), ჯიღაური, კიტეიშვილი, ჭანტურიშვილი, იაშვილი, ქვილითაია

კოლხეთი: სეფიაშვილი, კილასონია, თევზაძე, ჩაკვეტაძე, ლემონჯავა, კაკულია, გურეშიძე, გიგაური, კოშკაძე (გოგონაია 64), სიჭინავა, ქებურია (კუხალეიშვილი 62)

მსაჯი: ლ. კვარაცხელია

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024