ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე, დუბლების ჩემპიონატის მეათე ტურში, ჩვენი გუნდის სარეზერვო შემადგენლობამ საჩხერის ჩიხურას დუბლები მიიღო. მატჩი თამაზ სამხარაძის გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა და მისივე გამარჯვებით 4:1 დასრულდა. შეხვედრის მე- 20 წუთზე ანგარიში ფოჩხუამ გახსნა, ორიოდე წუთში კი სტუმრებმა გაათანაბრეს. 27- ე წუთზე მიქელთაძემ მასპინძლები დააწინაურა და პირველი ტაიმიც 2:1 მორჩა. მატჩის 57- ე წუთზე ჩაკვეტაძემ აიღო საჩხერელთა კარი 3:1. 64- ე წუთზე შეცვლაზე შემოსული დავითაშვილის წაქცევის გამო მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, მიქელთაძის დარტყმული კი არაზუსტი გამოდგა. ბოლო გოლი სტუმრებს გაბრიჩიძემ დაპირისპირების ბოლოს გაუტანა და საფინალო ანგარიში 4:1 დააფიქსირა. მომდევნო შეხვედრას ჩვენი დუბლები 7 ნოემბერს, აკადემიის მოედანზე, ფოთის კოლხეთის დუბლების წინააღმდეგ გამართავენ.
დინამო დუბლები 4:1 ჩიხურა დუბლები
დინამო დუბლები: გუგეშაშვილი, კიკალიშვილი, ქაფიანიძე, ლოჩოშვილი, ნემსაძე, ფოჩხუა (მ. ბაშალეიშვილი 64), კობოური (ბლიაძე 68), კუცია (ერგემლიძე 60), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 60), ლილუაშვილი (გაბრიჩიძე 68), მიქელთაძე