სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 847 848 849 850 851 852 853 854 855 ... 1666 Next 13 მაისი2016 სიონი - დინამო | მატჩამდე დინამო თბილისი საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეცხრე ტურის შეხვედრას ბოლნისშ, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრის პირდაპირ ვიდეო და ტექსტურ რეპორტაჟს დინამოს ოფიციალურ საიტზე იხილავთ. 13 მაისი2016 14 მაისი დინამოს ისტორიაში შაბათს 14 მაისს, დინამო თბილისი საქართველოს 27- ე პირველობის ბოლოსწინა ტურის შეხვედრას ბოლნისში ჩაატარებს. ადგილობრივ სიონთან მატჩი თამაზ სტეფანიას სტადიონზე 17.00 საათზე დაიწყება. 12 მაისი2016 17 წლამდელებმა ცხინვალს აჯობეს დინამოს 17 წლამდელთა გუნდმა დღეს 27- ე ტურის მატჩი ცხინვალთან გამართა. ავაზას სტადიონზე ჩატარებული ჭაბუკთა ლიგის შეხვედრა, ვლადიმერ კაკაშვილის გუნდის უპირატესობით წარიმართა და მისივე გამარჯვებით 3:0 დასრულდა. გოლები ცხინვალის კარში ხარშილაძემ, ერგემლიძემ და აბულაძემ გაიტანეს. 17 წლამდე დინამოელები აღმოსავლეთ ზონის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფებიან 12 მაისი2016 ეს იყო ნამდვილი კონცერტი! - ინგლისური კომპლიმენტები თბილისის "დინამოს" როგორც იცით, "ვესტ ჰემის" მშობლიური ასპარეზი "აპტონ პარკი", იგივე "ბოლეინ გრაუნდი", "მანჩესტერ იუნაიტედთან" გუშინწინდელი მოგებული (3:2) მატჩის შემდეგ ისტორიის კუთვნილება გახდა. ლონდონურ კლუბს ამ არენაზე ძალიან ბევრი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაუტარებია. იყო გამარჯვება და მარცხი, სიხარული და იმედგაცრუება... მოკლედ, ჩვეულებრივად, როგორც ყველა კლუბის ისტორიაში... 11 მაისი2016 გიორგი ქვილითაია 28- ე ტურის სიმბოლურში სპორტულმა გამოცემა ლელომ, საქართველოს პირველობის 28- ე ტურის სიმბოლურ გუნდში დინამო თბილისიდან - გიორგი ქვილითაია შეიყვანა, რომელმაც გურიასთან შეხვედრაში ჰეთ თრიქი შეასრულა. მიმდინარე სეზონში ჩვენი გუნდის ბომბარდირს ეს პატივი მეშვიდედ ხვდა წილად