სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 847 848 849 850 851 852 853 854 855 ... 1666 Next 18 მაისი2016 ვახო ჭანტურიშვილი - ფინალის საუკეთესო მოთამაშე დასრულებული ფინალის შემდეგ, რომელშიც დინამო თბილისმა ბოლნისის სიონს 1:0 აჯობა და თავის ისტორიაში მეცამეტედ დაეუფლა დავით ყიფიანის სახელობის ტროფეის, ორგანიზატორებმა შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე დაასახელეს 18 მაისი2016 მეცამეტე თასი და მეათე დუბლი დინამო თბილისმა თავის ისტორიაში მეთხუთმეტე თასის ფინალი ითამაშა და მეცამეტედ დაეუფლა დავით ყიფიანის სახელობის ტროფეის, ამასთან ერთად საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა მეათე დუბლი შეასრულა. ჩვენი გუნდის სლოვაკი თავკაცი- იურაი იარაბეკი კი მეოთხე უცხოელი მწვრთნელი გახდა, ვინც მოახერხა საქართველოს თასის მოპოვება. მანამდე ეს პატივი ანატოლი პისკოვეცს (გაგრა), ივო შუშაკს და დუშან უჰრინ უმცროსს (ორივე დინამო) ხვდა წილად. გიორგი ქვილითაია კი წლევანდელი გათამაშების ბომბარდირი გახდა 5 გოლით 17 მაისი2016 იურაი იარაბეკი - შევეცდებით გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი მოახლოებულ ფინალამდე იურაი იარაბეკმა მოკლე კომენტარი გააკეთა 17 მაისი2016 დინამოს მე- 15 ფინალი ოთხშაბათს 18 მაისს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დინამო მე- 15 ფინალს ითამაშებს. დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გადამწყვეტ შეხვედრაში თბილისელებს მეტოქეობას ბოლნისის სიონი გაუწევს. აღსანიშნავია, რომ ფინალური მატჩს პირველად მასპინძლობს ქუთაისი 17 მაისი2016 დინამოელები 29- ე ტურის სიმბოლურში სპორტულმა გაზეთმა ლელომ საქართველოს პირველობის 29- ე ტურის სიმბოლური გუნდი შეადგინა. რჩეულ თერთმეტ ფეხბურთელში, გამოცემამ ორი დინამოელი შეიყვანა. საბა ლობჟანიძე, რომელმაც ბოლნისის სიონთან გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი და გიორგი თევზაძე (3), რომელმაც მთელი შეხვედრა მაღალ დონეზე წარმართა