• Geo
  • Eng
26.09.2015
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დასრულებული მეექვსე ტურის მატჩის შემდეგ, რომელშიც დილამ დინამოს 2:0 აჯობა, გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე გია გეგუჩაძე და უჩა სოსიაშვილი წარდგნენ.

უჩა სოსიაშვილი: ვულოცავ გორელ გულშემატკივარს მნიშვნელოვან გამარჯვებას და ჩვენს თითოეულ ფეხბურთელსა და თანამშრომლებს ვულოცავ ასევე. ბოლო წლებში ამ ორ გუნდს შორის არის ყველაზე დაძაბული მატჩები და სასიამოვნოა, რომ ასეთ მატჩში ახერხებ გამარჯვებას. პირველი ტაიმი კარგად დავიწყეთ და უპირატესობას ვფლობდით. ამ უპირატესობის შედეგი იყო თერთმეტმეტრიანი. ეს ეპიზოდი მაქსიმალურად კარგად გამოვიყენეთ და უფლება აღარც გვქონდა მეორე ნომრად თამაშის. სამწუხაროდ სხვა მომენტების რეალიზება ვერ მოვახერხეთ. მთლიანობაში დადებითად ვაფასებ ჩემი გუნდის თამაშს. ეხლა უფრო გაძნელდება ჩვენთვის ჩემპიონატი.

გია გეგუჩაძე: ვულოცავ დილას გამარჯვებას. თავიდანვე ძალიან რთული ამოცანის წინაშე დავდეგით, მეკარის გაძევებით და პენალტით. 10 კაცით ძალიან რთულია თამაში - ალბათ ეს იყო გადამწყვეტი მომენტი. დავმარცხდით, მაგრამ მე ვიტყვი რომ ბრძოლები წინ არის და ჩვენ ჩვენსას შევეცდებით.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024