• Geo
  • Eng
26.09.2015
დინამო გორში დამარცხდა

დღეს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონმა ეროვნული პირველობის მეექვსე ტურის მატჩს უმასპინძლა. ერთმანეთს გორის დილა და დინამო თბილისი დაუპირისპირდა. მატჩი ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო და პირველი ტაიმი ეგრეც გაგრძელდა. მასპინძლებიც და სტუმრებიც ცდილობდნენ მოედნის ცენტრში სათამაშო უპირატესობის მოპოვებას. შეხვედრის მე- 19 წუთზე მთავარმა არბიტრმა დინამოელთა კარში პენალტი დანიშნა და თბილისელთა მეკარე გიორგი ბეგაშვილი მინდვრიდან გააძევა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა ირაკლი მოდებაძემ ზუსტად შეასრულა და დილა დააწინაურა 1:0. ტაიმი ხისტ ორთაბრძოლაში და მნიშვნელოვანი სახიფათო მომენტების გარეშე გაგრძელდა. მეორე ტაიმის დებიუტი გორელთა სწრაფი შეტევით და ოთარ მარცვალაძის მიერ ხარიხას გარტყმული ბურთით აღინიშნა. მე- 60 წუთზე ირაკლი მოდებაძემ დუბლი შეასრულა 2:0. საბოლოოდ შეხვედრაში აღარაფერი შეცვლილა და კაცნაკლული დინამო მიმდინარე ჩემპიონატში პირველად დამარცხდა.

 

დილა  2:0  დინამო

გოლი: 1:0 მოდებაძე (პენ) 20’  2:0 მოდებაძე 60’ 

გაფრთხილება: თევზაძე 28’  კვირკვია 36’  ჭანტურიშვილი 89’ 

გაძევება: ბეგაშვილი 17’ 

დილა: შევჩენკო, ნავალოვსკი, ქარქუზაშვილი, კვახაძე, ღონღაძე, ერისთავი (ხურცილავა 66), ფალავანდიშვილი, გვალია, კვირკვია (გოგუა 37), მარცვალაძე (ილურიძე 71), მოდებაძე

დინამო: ბეგაშვილი, კაკაბაძე (ჭელიძე 65), გველესიანი, რენე, თევზაძე, ცინცაძე, პარუნაშვილი, ჯირაური, ჭანტურიშვილი, იაშვილი (ლობჟანიძე 72), ქვილითაია (ჰრდლიჩკა 19)

მსაჯი: გ. ვადაჭკორია

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024