• Geo
  • Eng
23.10.2015
გამარჯვება ცხინვალთან

დღეს დინამო არენამ საქართველოს პირველობის მეცხრე ტურის შეხვედრას უმასპინძლა. დინამო თბილისი საფეხბურთო კლუბ ცხინვალს დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში 2:1 დაამარცხა მეტოქე.

მატჩის დებიუტში გუნდებმა სახიფათო შეტევები გაცვალეს. გიორგი თევზაძე და გიორგი ივანიშვილი თამაშობდნენ გამწვავებაზე. მომდევნო შეტევაში კი მასპინძლებმა გახსნეს ანგარიში. ოთარ კიტეიშვილის გადაცემა გიორგი ქვილითაიმ გამოიყენა ზუსტად. მეექვსე წუთზე სტუმრებმა აღადგინეს სტატუს ქვო, როდესაც ზუსტი დარტყმა გიორგი ივანიშვილმა შეასრულა. სამ წუთში ქვილითაიას მართებდა გატანა, თუმცა მისი დარტყმული ზემოდან გადაცდა ცხინვალის კარის ხარიხას. მე- 20 წუთზე ოთარ კიტეიშვილის შორეული და სახიფათო დარტყმა, გიორგი ნადირაძემ კუთხურზე მოიგერია. ათ წუთში დინამოელთა კიდევ ერთი სახიფათო მომენტი ცხინვალის კართან, ქვილითაია გავიდა ერთი ერთზე მეკარესთან, ტუმცა ლევან კაკუბავამ იგი აკრძალული ხერხით შეაჩერა და მსაჯისგან წითელი ბარათი მიიღო. თერთმეტმეტრიანი მათე ცინცაძემ დაარტყმა, გიორგი ნადირაძემ კი ბურთის მოგერიება მოახერხა. სათამაშო უპირატესობა მასპინძლებმა მოიპოვეს, რასაც კიტეიშვილის და თევზაძის სახიფათო დარტმები მოჰყვა. პირველი ნახევრის ბოლოს უხეში თამაშისთვის მსაჯმა გიორგი გველესიანსაც წითელი ბარათი უჩვენა. მეორე ტაიმის დასაწყისში ლაშა ქოჩლაძე არტყავდა დინამოს კარისკენ ძლიერად, ბურთი გიორგი ბეგაშვილის ნადავლი გახდა. დინამოელებმა სახიფათოდ შეუტიეს, რასაც რამდენიმე კარში დარტყმა და ჩამოწოდებული კუთხურები მოჰყვა. აღსანიშნავია კაკაბაძის, იაშვილის, თევზაძის და ჭანტურიშვილის აქტიურობა. მატჩის 57- ე წუთზე ოთარ კაკაბაძემ, რომელმაც მთელი შეხვედრა აქტიურად ჩაატარა, ზუსტი დარტყმით ცხრიანში, მასპინძლები დააწინაურა 2:1. 74- ე წუთზე ალექსანდრე იაშვილმა ითამაშა კარგად და შეცვლაზე შემოსულ ჯაბა ჯიღაურს დასარტყმელ პოზიციაზე მიაწოდა ბურთი, ამ უკანსკნელის დარტყმული ოდნავ აცდა ცხინვალის კარს. 83- ე წუთზე მასპინძლები გადაურჩნენ გაშვებულ გოლს, დარტყმა ნიკა კაჭარავას არ გამოუვიდა. საბოლოოდ აღარაფერი სეცვლილა და დინამომ მორიგი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.

მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 28 ოქტომბერს ლანჩხუთში გამათავს. საქართველოს თასის მერვედფინალის საპასუხო მატჩში დინამოელები ფოთის კოლხეთს დაუპირისპირდებიან, რომელთანაც პირველი შეხვედრა 1:0 აქვთ მოგებული.

დინამო  2:1  ცხინვალი

გოლი: 1:0 ქვილითაია 3’  1:1 ივანიშვილი 6’  2:1 კაკაბაძე 57’ 

გაფრთხილება: კაკუბავა 23’  რენე 42’  ქარდავა 90’ 

გაძევება: კაკუბავა 29’  გველესიანი 44’ 

დინამო: ბეგაშვილი, კაკაბაძე, გველესიანი, რენე, თევზაძე, ჭანტურიშვილი, ცინცაძე (გურული 46), პარუნაშვილი, კიტეიშვილი (ლობჟანიძე 85), იაშვილი, ქვილითაია (ჯიღაური 65)

ცხინვალი: ნადირაძე, ბაჩიაშვილი, ივანიშვილი, მახარობლიძე (გორგიაშვილი 66), ქარდავა, ქოჩლაძე, ცერცვაძე, მაისაშვილი, კაკუბავა, ლექვთაძე (შულაია 55, ლობჯანიძე 85), კაჭარავა

მსაჯი: ლ. სილაგავა

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024