• Geo
  • Eng
01.11.2015
დინამომ მოიგო და გალიდერდა

საქართველოს ჩემპიონატის მეათე ტურის შეხვედრას დინამო არენამ უმასპინძლა. საინტერესო შეხვედრაში თბილისელებს მეტოქეობა საჩხერის ჩიხურამ გაუწია. თავიდანვე ღირს აღინიშნოს, რომ მატჩი მთლიანად დედაქალაქელთა სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა. ანგარიში დაპირისპირების დებიუტში, მე- 12 წუთზე ოთარ კიტეიშვილმა გახსნა. კიტეიშვილმა  დღეს გამორჩეული მატჩი ჩაატარა. ოთხიოდე წუთში გიორგი ქვილითაია მეტოქის მეკარესთან პირისპირ გადიოდა, თუმცა თორნიკე გრიგალაშვილმა უხეში ვარდნით შეაჩერა და მსაჯისგან წითელი ბარათიც დაიმსახურა. 23- ე წუთზე დენის დობროვოლსკის მიერ საჯარიმოდან დარტყმული ბურთი, ალექსანდრე იაშვილს ხელზა მოხვდა და არბიტრმა თერთმეტმეტრიანი ნიშნულისკენ მიანიშნა. თორნიკე მუმლაძის მიერ შესრულებული პენალტი, ეფექტურ ნახტომში ლიბორ ჰრდლიჩკამ მოიგერია. სამიოდე წუთში ჯაბა ჯიღაურის შორი მანძილიდან ძლიერად დარტყმულს კუთხური მოჰყვა. სტუმართა მეკარემ კიდევ რამდენჯერმე გამოიჩინა თავი, მათგან აღსანიშნავია გიორგი თევზაძის, ოთარ კიტეიშვილის და ტაიმის ბოლო ალექსანდრე იაშვილის მიერ სახიფათო დარტყმების მოგერიება. მეორე ნახევრის დებიუტში კიტეიშვილი თავით გზავნიდა ბურთს ჩიხურას კარისკენ, მაგრამ დარტყმა არაზუსტი გამოდგა. შეცვლაზე შემოსული ბაჩანა არაბული და საბა ლობჟანიძეც აქტიურობდნენ. მეორე ტაიმი პირველთან შედარებით უფრო დაბალ ტემპში წარიმართა. 73- ე წუთზე დენის დობროვოლსკი სახიფათოდ თამაშობდა, მისი თავური კი ოდნავ აცდა დინამოელთა კარს. შეხვედრის ბოლოს თბილისელთა შეტევა ისევ ოთარ კიტეიშვილმა დაასრულა, დუბლი ჩაიწერა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. დინამოელებმა ამ მოგებით 25 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილს ლიდერობენ. შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 8 ნოემბერს, დინამო არენაზე ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ გამართავს.

 

დინამო  2:0  ჩიხურა

გოლი: 1:0 კიტეიშვილი 12’  2:0 კიტეიშვილი 87’ 

გაფრთხილება: იაშვილი 23’  განუგრავა 45’ 

გაძევება: გრიგალაშვილი 16’ 

დინამო: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, რენე, ჭელიძე, თევზაძე, ცინცაძე, პარუნაშვილი, ჯიღაური (არაბული 46), კიტეიშვილი, იაშვილი (ლობჟანიძე 61), ქვილითაია (ჯანელიძე 83)

ჩიხურა: კუპატაძე, გრიგალაშვილი, მეგრელიშვილი, განუგრავა, ჭეჭელაშვილი (ჭანკოტაძე 61), მუმლაძე (დეკანოიძე 67), კორიფაძე, კურტანიძე (სარდალიშვილი 16), ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, კაშია

მსაჯი: ა. ბასლეჰლო

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024