• Geo
  • Eng
23.04.2016
კოლხეთი - დინამო | მატჩამდე

საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 26- ე ტურის შეხვედრას დინამო თბილისი ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება ფოთში, პარკი არენაზე 16.00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს მაყურებელი დინამოს ვებ გვერდის მეშვეობით იხილავს.

 

 

ჩვენი მეტოქე

სკ ფოთის კოლხეთი 1913 წელს დაარსდა და 1978 წლამდე გუნდი- კოლხიდას სახელით ასპარეზობდა. საშინაო შეხვედრებს გუნდი ფაზისის სტადიონზე ატარებს, რომლის ტევადობაც 7500 მაყურებელზეა გათვლილი, თუმცა მის რეკონსტრუქციამდე კოლხეთი სტუმრებს ახალ აშენებულ პარკი არენაზე იღებს. გუნდის ფერები ცისფერ-თეთრშია გადაწყვეტილი. კოლხეთმა 1978 და 1988 წლებში მოიგო საქართველოს რეგიონალური ჩემპიონატი. კოლხეთი 1913- ის სახელით მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი გათამაშების (1990) გახსნით მატჩში, თბილისის იბერიას წინააღმდეგ. საუკეთესო შედეგი საქართველოს უმაღლეს ლიგაში კოლხეთს 1993-1994 და 1996-1997 წლებში ჰქონდა, როდესაც გუნდმა ვერცხლის მედლები მოიპოვა. მესამეზე გავიდა გუნდი 1994-1995, 1995-1996 და 1997-1998 სეზონებში. 2013/2014 სეზონში კოლხეთმა პირველ ლიგაში (A ზონა) მეორე ადგილი დაიკავა და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა.

 

 

მწვრთნელი და კოლხეთი

2015 წლის ოქტომბრიდან ფოთის კოლხეთის მთავარ მწვრთნელად ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი- გელა სანაია მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით გუნდი საქართველოს თასზე სწორედ ჩვენს კლუბთან დამარცხდა. კოლხეთი მიმდინარე სეზონში 25 ჩატარებული მატჩიდან 26 დაგროვილი ქულით, ცხრილში მე- 11 ადგილს იკავებს.

 

 

დინამომდე

ზამთრის პაუზის შემდეგ კოლხეთი მიჯრით 4 შეხვედრაში დამარცხდა. 0:1 გორის დილასთან, 1:3 ბოლნისის სიონთან, 0:1 ბათუმის დინამოსთან და იმავე ანგარიშით ქობულეთის შუქურასთან. შემდეგ კოლხეთმა ორი უპასუხო გოლით ქუთაისის ტორპედოს მოუგო და ორი უგოლო ფრე ითამაშა თერჯოლის საპოვნელასთან და ცხინვალთან. ამას მოჰყვა მარცხი მინიმალური ანგარიშით 0:1 თბილისის ლოკომოტივთან და გამარჯვება საჩხერის ჩიხურასთან 2:0. ბოლო შეხვედრაში ფოთელები 0:5 საბურთალოსთან დამარცხდნენ.

 

 

კოლხეთი - დინამო | ურთიერთშეხვედრები

გუნდების დაპირისპირება სათავეს პირველი ჩემპიონატის პირველი ტურიდან იღებს. ფოთელებთან დინამოს ეროვნულ ჩემპიონატში 54 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც თბილისელებმა 36 შემთხვევაში იმარჯვეს, 11 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 7 მატჩი ფოთელთათვის აღმოჩნდა წარმატებული. ბურთების შეფარდება 122/39 დინამოს სასარგებლოდ. უხვგოლიანი მოპოვებული გამარჯვება-  ანგარიშით 6:1, 1998 წლის 30 ნოემბერით თარიღდება. კოლხთა დასამახსოვრებელი გამარჯვება კი მეხუთე ჩემპიონატის მეთვრამეტე სათამაშო დღეს დაფიქსირდა. 1994 წლის 18 ივნისს ფოთელებმა ანგარიშით 5:1 დაამარცხეს დინამო. ჩვენმა გუნდმა მეტოქე დიდი ანგარიშით 4:0 ხუთჯერ დაამარცხა. ანგარიშით 5:0 კი დინამოს ოთხი შეხვედრა აქვს მოგებული. ერთი გასვლაზე და სამიც შინ.

ეროვნულ ჩემპიონატში ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს 2015 წლის 8 ნოემბერს თბილისში დაუპირისპირდნენ. შეხვედრაში ამ გუნდებს შორის შვიდი გატანილი გოლი დაფიქსირდა. თბილისელებმა ფოთელებს 5:2 აჯობეს. გიორგი ქვილითაიამ ჰეთ თრიქი გაიფორმა, ხოლო ჯაბა ჯიღაურმა დუბლი.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო კოლხეთის ფეხბურთელები- მერაბ გიგაური და გურამ გურეშიძე გამოტოვებენ.

 

 

კოლხეთი - დინამო | მსაჯი

ხვალინდელ დაპირისპირებას ფოთელთა და თბილისელთა შორის- ლევან კვარცხელია განსჯის. მას ასისტენტობას ბ. ჭიჭინაძე და ზ. ბერულავა გაუწევენ. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი კ. გიორგაძე შეასრულებს.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ლევან კვარაცხელიამ იმსაჯა 16 აპრილს პირველ ლიგაში გამართული სამგურალი 1:2 მეშახტე გახლავთ, სადაც კვარაცხელიამ მატჩის მონაწილე ფეხბურთელები ოთხჯერ გააფრთხილა.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით ლევან კვარაცხელიამ უკანასკნელად 2 აპრილს იმსაჯა. საქართელოს პირველობაზე ჩვენი გუნდი ქობულეთში ბათუმის დინამოს დაუპირისპირდა და 2:1 აჯობა მეტოქეს. ხსენებულ მატჩში ლევან კვარაცხელიამ ფეხბურთელებს ყვითელი ბარათი ორჯერ უჩვენა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის ლევან კვარაცხელიას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

ლევან კვარაცხელია
დაბადების თარიღი: 1979 წლის 18 მაისი

=====================================================================

უმაღლესი ლიგა - 92 თამაში / 354 ყვითელი / 19 წითელი / 18 პენალტი
პირველი ლიგა - 34 თამაში / 98 ყვითელი / 7 წითელი / 8 პენალტი
საქართველოს თასი - 16 თამაში / 59 ყვითელი / 5 წითელი / 5 პენალტი
უეფა.ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი – 1 თამაში / 7 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21.საკვალიფიკაციო ეტაპი – 2 თამაში / 10 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17.საკვალიფიკაციო ეტაპი – 3 თამაში / 17 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი
საერთაშორისო ამხანგური მატჩები – 3 თამაში / 17 ყვითელი / 3 წითელი / 2 პენალტი

 

 

კოლხეთის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ფოთელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

სეფიაშვილი - ქებურია, თ. კაკულია, ჩაკვეტაძე, თევზაძე - ჟიშკარიანი, გოგონაია, სიჭინავა, პოლიულიახი, კვარაცხელია - ნიქაბაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024