• Geo
  • Eng
29.06.2016
დინამომ მაქაბი ორი უპასუხო გოლით დაამარცხა

დინამოელებმა ავსტრიულ შეკრებაზე მესამე მატჩი ბიშოფსხოფენში გამართეს. მეტოქე ჰაიფას მაქაბი გახლდათ. დებიუტში დინამოელებმა ორი სახიფათო შეტევა განახორციელეს. ჯერ პარუნაშვილის და კურიეს აქტიურობას მოჰყვა სიტუაციის გამწვავება, თუმცა ბოლო წამს მეტოქის მცველებმა იყოჩაღეს, შემდეგ კი სტეფან ველევი გავიდა მეკარესთან ერთი ერთზე, მაგრამ გოლკიპერს ვეღარ აჯობა. შეხვედრა ხისტ, თანაბარ ორთაბრძოლაში მიმდინარეობდა. ანგარიში 29-ე წუთზე გაიხსნა. ლაშა პარუნაშვილის ჩაწოდებით გიორგი ქვილითაიამ ისარგებლა და ზუსტი თავურით დინამო დააწინაურა. 5 წუთში თბილისელებმა მეორედ აიღეს მეტოქის კარი. სტეფან ველევის ტექნიკურ ჩაწოდებას ქვილითაია აგვირგვინებდა, თუმცა მისი დარტყმული ხარიხამ აისხლიტა, დამატებაზე ოთარ კიტეიშვილმა ყველას დაასწრო - 2:0. მეორე ტაიმი იურაი იარაბეკის გუნდმა ასევე აქტიურად დაიწყო და პირველივე წუთებზე გიორგი თევზაძემ ბურთი მეტოქის კარის ძელს მოარტყა. მეორე 45 წუთში დინამოელებმა რამდენიმე ცვლილება განახორციელეს, თუმცა არც მატჩის სადავეები გაუშვიათ ხელიდან და არც სათამაშო უპირატესობა დაუთმიათ. საბოლოოდ ჩვენმა გუნდმა 2:0 დაამარცხა მაქაბი ჰაიფა.

 

თბილისელები 4 ივლისს დინამო კიევთან გამართავენ შეხვედრას, მანამდე კი კიდევ

ერთი სპარინგი დაიგეგმა. 1 ივლისს დინამო ავსტრიულ ლასკს დაუპირისპირდება.

 

დინამო  2:0  მაქაბი

დინამო: სკრიბე, ლობჟანიძე, ამისულაშვილი © (ჭელიძე 60), რენე, თევზაძე (ალვარო 64), პარუნაშვილი (ცინცაძე 68), ველევი, ჯიღაური (შპიჩიჩი 46), კურიე (ვოლკოვი 77), კიტეიშვილი (მიქელთაძე 77), ქვილითაია (გელაშვილი 68)

მაქაბი: ლევიტა, მენახემი, ვალიენტე, ჰაბში, ლავი, ობრანიაკი, მუგრაბი, რიანი, ვერმუტი ©, რუკავიცია, აბუ აბაიდი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024