• Geo
  • Eng
28.06.2023
დინამო თბილისის პრეზიდენტის მილოცვა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა 2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი აჩვენა, რითაც გაგვახარა მთელი ერი.

 

მსურს 21-წლამდე ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს და სამწვრთნელო შტაბს ეს შთამბეჭდავი წარმატება მივულოცო. ორმაგად ბედნიერი ვარ, რადგან ამ წარმატებაში დინამო თბილისის როლი ძალიან დიდია. ნაკრებში ჩვენი აკადემიის აღზრდილი ცამეტი ფეხბურთელი ასპარეზობს, მათგან ექვსი კი - მოქმედი დინამოელია.

 

აკადემიის დაარსების დღიდან მჯეროდა და საჯაროდ არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ჩვენი სწორი მუშაობა რამდენიმე წელიწადში ქართულ ფეხბურთს წარმატებას მოუტანდა, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი კი ამის ნათელი მაგალითია. ​

 

ჩვენი ნაკრები ევრო 2023-ზე გამოსვლას განაგრძობს და მჯერა, რომ მოთამაშეები და სამწვრთნელო შტაბი მაქსიმალური მიზნებისთვის იბრძოლებენ.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024