• Geo
  • Eng
15.10.2024
დინამოელები ახალგაზრდულ ნაკრებში და პლეი ოფი

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ქუთაისში, ჩრდილოეთ მაკედონიის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ გამართა და მეტოქე 2-1 დაამარცხა. 21 წლამდე ნაკრებში 6 დინამოელი - მიხეილ მაქაცარია, ნიკოლოზ უგრეხელიძე, ლევან ოსიყმაშვილი, დავით გოცირიძე, საბა ხვადაგიანი და ვასილიოს გორდეზიანი იყვნენ გამოძახებულნი. 52-ე წუთზე ანგარიშ ფისინ ისაკიმ გახსნა, ათიოდე წუთში ვასილიოის გორდეზიანმა სხვაობა აღადგინა, ხოლო 71-ე წუთზე ნოდარ ლომინაძემ გამარჯვების გოლი გაიტანა.

ამ მოგებით რამაზ სვანაძის გუნდმა, ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, რომელშიც ხორვატიის ახალგაზრდულ ნაკრებს შეხვდება. მატჩები 15 და 19 ნოემბერს გაიმართება.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024