• Geo
  • Eng
06.11.2016
დინამომ შუქურა დაამარცხა

დღეს ქობულეთში ჩელე არენაზე საქართველოს ჩემპიონატის მეთორმეტე ტურის შეხვედრა გაიმართა. ადგილობრივმა შუქურამ დინამო თბილისი მიიღო. შეხვედრის დებიუტში პაპუნაშვილი-ზარია-მიქელთაძის კომბინაცია უშედეგო გამოდგა, საპასუხოდ მასპინძლებმაც შეუტიეს, გურული და კომახიძე აქტიურობდნენ. მეათე წუტზე გიორგი ზარია ემუქრებოდა მასპინძელთა კარს, მისი შორიდან დარტყმული ბურთი მეკარემ ბოლო წამს მოიგერია. ცოტახანში გიორგი ბერიაშვილს შეექმნე სახიფათო სიტუაცია, მან თავით ითამაშა, მაგრამ არაზუსტად. შეხვედრა ხისტად გაგრძელდა, ორთაბრძოლები ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა. 28- ე წუთზე ბექა მიქელთაძე შეიჭრა შუქურას საჯარიმოში, მისი დარტყმული აზამატ ჯიოევმა მოიგერია. 30- ე წუთზე თბილისელებმა კუთხურის შესრულების უფლება მოიპოვეს, გიორგი პაპუნაშვილის ჩაწოდებულ ბურთს ბექა მიქელთაძე ძლიერი დარტყმით გზავნიდა, ბურთი ქობულეთელთა კარის ხარიხამ მოიგერია, დამატებაზე კი ყველას ზაზა ჭელიძემ დაასწრო და გახსნა ანგარიში. მეორე ტაიმი ათი წუთის გასული იყო, როცა ოთარ კიტეიშვილის სახიფათო ჩაწოდებულს ჯაბა ჯიღაურმა ვერ მიუსწრო. 62- წუთზე შუქურამ შეუტია სახიფათოდ, დაძაბული სიტუაცია საბოლოოდ სტუმართა მცველებმა განმუხტეს. შეხვედრის მეორე ტაიმში სტუმართა ტერიტორიული უპირატესობა გამოიკვეთა. 78- ე წუთზე მასპინძლებმა საკმაოდ სახიფატო საგოლე სიტუაცია შექმნეს, საბოლოოდ აკაკი ხუბუტიამ იყოჩაღა და გადაარჩინა დინამოს კარი. მატჩის ბოლო წუთზე ტრავმირებული პარუნაშვილის მაგივრად მოედანზე ნიკა ნინუა გამოჩნდა. მისთვის ეს სადებიუტო შეხვედრა გამოდგა დინამოს შემადგენლობაში. მალე კი თამაშიც დასრულდა და დინამომ მორიგი 3 ქულა მოიპოვა. შემდეგ შეხვედრას დინამო 18 ნოემბერს ლოკომოტივის წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

შუქურა  0:1  დინამო

 

გოლი: 0:1 ჭელიძე 30’ 

გაფრთხილება: რენე 56’  ჭეჟია 86’ 

 

შუქურა: ჯიოევი, ჯაფარიძე, მირცხულავა, ადამაძე, ჩაჩუა, არზიანი (კუტალია 46), არზიანი, ჭეჟია (შალამბერიძე 87), კომახიძე, გურული, ჟეფინიუ (ჭანუყვაძე 65), ბერიაშვილი

დინამო: რევიშვილი, ლობჟანიძე, რენე, ხუბუტია, ჭელიძე, ცინცაძე, კიტეიშვილი, ჯიღაური, ზარია (პარუნაშვილი 77, ნინუა 94)), პაპუნაშვილი (თევზაძე 89), მიქელთაძე

 

მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024