• Geo
  • Eng
14.05.2017
დინამომ გორში ფრედ ითამაშა

თამაში ორივე გუნდმა ერთმანეთის დაზვერვით დაიწყო. შეხვედრაში პირველი გამწვავება დინამოელთა კაპიტნის შორეულ დარტყმას მოჰყვა, ბურთმა ბოლო მომენტში შეიცვალა ტრაექტორია და დილას კარის დაუცველ კუთხეს სულ მცირედით აცდა. ძირითადი ბრძოლა მოედნის ცენტრში უპირატესობის მოსაპოვებლად მიმდინარეობდა. 22- ე წუთზე აღსანიშნავია ლუკა ლოჩოშვილის კარგი თამაში, რომელმაც დილას შეტევის მარჯვენა ფრთაზე საკმაოდ სახიფათო კონტრშეტევა ჩაშალა. ცოტახანში ოთარ კიტეიშვილმა ითამაშა ტექნიკურად, ბურთი გიორგი პაპუნაშვილს გადააწოდა, მისი დარტყმული კი მეკარემ მოიგერია. 35- ე წუთზე დინამოელებმა მიჯრით ორჯერ მოაწოდეს კუთხური. პირველი მათგანი საკმაოდ სახიფათო გამოდგა, ბაჩანა არაბულის დარტყმის შემდეგ, ბურთი მცველმა მოიგერია. ანგარიში კი შეხვედრაში მე- 40წუთზე გაიხსნა. ლაშა თოთაძემ ითამაშა კარგად, ბურთი ბაჩანა არაბულს გადააწოდა, რომელიც დაიძრა მეტოქის კარისკენ და ზუსტი პასით საბა ლობჟანიძე შეიყვანა საჯარიმოში, მისი გადაცემა და გიორგი პაპუნაშვილმა ერთი შეხებით აიღო მიხეილ მუჯრიშვილის კარი. პირველი ტაიმი დინამოელთა უპირატესობით დასრულდა. მატჩის მეორე ნახევარი მასპინძლებმა შედარებით აქტიურად დაიწყეს. 63- ე წუთზე გიორგი პაპუნაშვილმა შეტევის მარცხენა ფრთიდან საჯარიმოში ჩააწოდა, ბურთს ბოლო მომენტში ბაჩანა არაბულმა მიუსწრო, თუმცა დარტყმა არ გამოუვიდა ზუსტი. დილამ უმატა სეტევებს, ტუმცა რეალურ ხიფათამდე საქმე არ მისულა. 70- ე წუთზე ბექა მიქელთაძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. 5 წუთში დინამო გადარჩა გაშვებულ გოლს, ჩვენი გუნდის კარი გოდერძი მაჩაიძის დარტყმის შემდეგ ძელმა იხსნა. გორელებმა მატჩის 83- ე წუთზე მოახერხეს თანასწორობის აღდგენა. გოლი ჟან დერეტიმ გაიტანა ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ. ბოლო წუტები ორივე გუნდმა შეტევაში გაატარა, მაგრამ აღარაფერი შეცვლილა და დინამომ ამ სეზონში პირველი ფრე ითამაშა. მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი დინამო არენაზე 21 მაისს სამტრედიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

დილა  1:1  დინამო

 

გოლი: 0:1 პაპუნაშვილი 40’  1:1 დერეტი 83’ 

გაფრთხილება: მიქელთაძე 15’ 70’  ძარია 24’  თოთაძე 32’  გველესიანი 36’  დერეტი 77’

გაძევება: მიქელთაძე 70’

 

დილა: მუჯრიშვილი, კვახაძე, ეტოუ (ფოფხაძე 60), ქარქუზაშვილი, მაჩაიძე, პაპავა, წიქარიძე, დერეტი, ძარია (კირკიტაძე 46), ლეანდრუ, ტარავალიე (ფლავიო 67)

დინამო: ლიტოვჩენკო, მიშენკო, თოთაძე, ლოჩოშვილი, გველესიანი, ქარდავა, კიტეიშვილი, პაპუნაშვილი (ჩაკვეტაძე 64), მიქელთაძე, ლობჟანიძე (სალუქვაძე 92), არაბული (თევზაძე 73)

 

მსაჯი: ლ. სილაგავა

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024