• Geo
  • Eng
08.07.2017
მარცხი რუდეშთან

სლოვენიურ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი დინამოელებმა ხორვატიის რუდეშთან ჩაატარეს. თავიდანვე ვიტყვით რომ მიკრო ტრავმების გამო სერგეი ლიტოვჩენკოს, ლაშა თოთაძეს, ბოგდან მიშენკოს და გიორგი თევზაძეს არ უთამაშიათ. დინამომ აქტიურად დაიწყო შეხვედრა და დებიუტში მიქელთაძის აქტიურობას მეტოქე მეკარის კარგი თამაში მოჰყვა. მატჩის მე- 14 წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ქაფიანიძეს ხელზე მოხვდა. პენალტი ზუსტად ჰავოიჩმა შეასრულა და ანგარიშიც გაიხსნა. ამის შემდეგ მიქელთაძე და შულაია ამწვავებდნენ თამაშს, თუმცა უშედეგოდ. შემდეგ ქოჩლაძეს მართებდა ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ მისი დარტყმული ხარიხას მოხვდა. საპასუხოდ 35- ე წუთზე რუდეშმა მეორედ აიღო დინამოს კარი. დინამოელთა ორი სახიფათო შეტევა და ისევ უიღბლობა. პირველ შემთხვევაში შულაიას დარტყმული ბოლო წამს კუთხურზე მოიგერია მეკარემ, ჩამოწოდებული ბურთი კი სალუქვაძემ რუდეშის კარის ძელს გაარტყა. მეორე ტაიმი ახალი დაწყებული გახლდათ, როდესაც ენტრენამ მესამე გოლი გაიტანა. 74- ე წუთზე ნიკა ფილიევმა ითამაშა ტექნიკურად, რამდენიმე მეტოქე ცრუ მოძრაობით ჩამოიტოვა, საბოლოოდ აკრძალული ხერხით საჯარიმოში შეაჩერეს. სალუქვაძის დარტყმული პენალტი კი მეტოქის მეკარის ნადავლი გახდა. ამის შემდეგ მატჩში აღარაფერი შეცვლილა. შეკრებაზე ბოლო შეხვედრას დინამო 12 ივლისს ლუგანსკის ზორიასთან ჩაატარებს.

 

დინამო  0:3  რუდეში

გოლი: 0:1 ჰავოიჩი (პენ) 14’  0:2 მესარიჩი 35’  0:3 ენტრენა 50’ 

დინამო: რევიშვილი, გეგეჭკორი, ქაფიანიძე, სალუქვაძე, ნინუა, ქარდავა (დარცმელია 46), კვარაცხელია (გამცემლიძე 58), შულაია (ხარშილაძე 68), მიქელთაძე (ფილიევი 60), ქოჩლაძე, კოვტალიუკი (ერგემლიძე 68)

რუდეში: ჰენდია, ფრანიჩი, ბორევკოვიჩი, მესარიჩი, ტურჩინი, ივანჩიჩი, ვუცო, ბორშიჩი, კომშიჩი, კამენარი, ჰავოიჩი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024