დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის ოცდამეთორმეტე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საჩხერის ჩიხურამ დინამო თბილისს უმასპინძლა. მატჩი მშვიდ ტემპში დაიწყო, პირველი სახიფათო მომენტი კი სტუმრებმა შექმნეს. მე- 8 წუთზე ბექა მიქელთაძემ შორი მანძილიდან გაისროლა, ბურთი კი საჩხერელთა კარის ძელმა მოიგერია. მომევნო შეტევაში მასპინძელთა კარი უკვე ზურაბ მწყერაშვილმა იხსნა, როდესაც აკაკი შულაიას ძლიერად დარტყმული ბურთი კუთხურზე მოიგერია. დინამოელებმა უმატეს ზეწოლას და მე- 15 წუთზე ანგარიშიც გახსნეს. ბაქარ ქარდავამ მოედნის ცენტრთან ახლოს მიიღო ბურთი, წინ წაიწია და ძლიერი დარტყმით თბილისელები დააწინაურა. ერთ მომენტში კიდევ იყოჩარა მწყერაშვილმა, რომელმაც ბექა მიქელთაძის დარტყმა მოიგერია. ტაიმის ბოლოსკენ დინამომ უპირატესობა განიმტკიცა. ლაშა თოთაძემ აკრეფილ ტემპს არ უღალატა და დაახლოებით 30 მეტრიდან საფირმო საჯარიმო დარტყმით აიღო ჩიხურას კარი. პირველი ნახევარი ესეც დასრულდა. მეორე ტაიმი ერთი წუთის განახლებული იყო, როდესაც ოთარ კვერნაძემ ლაშა თოთაძის შეცდომით ისარგებლა და სხვაობა შეამცირა. ცოტახანში თოთაძე შეეცადა კიდევ ერთი გოლის გატანას. მისი გასროლილი მცირედით აცდა მწყერაშვილის კარს. სამაგიეროდ 59- ე წუთზე ოთარ კიტეიშვილის ტექნიკური გადაცემა აკაკი შულაიამ მიიღო, ერთი შეხებით მეკარეს გაცდა და დინამოს ორბურთიანი უპირატესობა აღუდგინა. ცოტახანში მიქელთაძე-კიტეიშვილის კომბინაციაა აღსანიშნავი, თუმცა ბოლო გადაცემა არაზუსტი გამოდგა და სახიფათო მომენტიც განიმუხტა. დარჩენილ დროში მატჩის რიტმმა დაიკლო და აღსანიშნავი საგოლე მომენტი, თუ არ ჩავთვლით კიტეიშვილის სწრაფ შეტევეას, აღარც ყოფილა. საბოლოოდ ჩვენმა გუნდმა 3:1 იმარჯვა.
მომდევნო შეხვედრას დინამო თბილისი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ადგილობრივ ტორპედოსთან გამართავს. მორიგი ქართული დერბი საქართველოს თასის ნახევარფინალში 1 ნოემბერს შედგება.
ჩიხურა 1:3 დინამო
გოლი: 0:1 ქარდავა 15’ 0:2 თოთაძე 41’ 1:2 კვერნაძე 46’ 1:3 შულაია 59’
გაფრთხილება: ჩიკვაიძე 50’ თოთაძე 77’
ჩიხურა: მწყერაშვილი (ჰამზიჩი 64), გრიგალშვილი, მირცხულავა, ფონიავა, განუგრავა, კაკუბავა, ლექვთაძე, კვერნაძე (გაბედავა 61), ჩიკვაიძე, დობროვოლსკი (ივანიშვილი 67), დეკანოიძე
დინამო: ლიტოვჩენკო, გეგეჭკორი, სალუქვაძე, თოთაძე, კობოური, ქარდავა (გადრანი 90), ზარია (ნინუა 80), კიტეიშვილი, შულაია, მიქელთაძე, ქავთარაძე (ქოჩლაძე 83)
მსაჯი: ა. ნონიკაშვილი