• Geo
  • Eng
11.03.2018
თბილისური დერბი დინამოს გამარჯვებით დასრულდა

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ეროვნული ლიგის მეორე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ლოკომოტივმა დინამოს უმასპინძლა. 48- ე თბილისური დერბი დინამოელთათვის საიუბილეო გამოდგა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა ეროვნულ ჩემპიონატში თავისი მე- 900 მატჩი ჩაატარა.

შეხვედრაში ანგარიში 21- ე წუთზე ძლიერი დარტყმით თეიმურაზ შონიამ გახსნა. მანამდე ორი შორეული გასროლა დმიტრო ივანისენიამ და ვატო არველაძემ გაცვალეს. 34- ე წუთზე დინამოელებმა სახიფათო შეტევა განახორციელეს მარჯვენა ფრთიდან, აკაკი შულაიას ჩაწოდებულს ბოლო მომენტში ბუდუ ზივზივაძე ვერ შეწვდა. მომდევნო ეპიზოდში კი ლაშა თოთაძის ძლიერად დარტყმული საჯარიმო რევაზ თევდორაძემ მოიგერია. კიდევ ერთი შეტევა და გიორგი ივანიშვილის ჩაწოდებულს ოთარ კიტეიშვილმა არასწორი მიმართულება მისცა. სტუმართა შეტევებს შედეგი საბოლოოდ მე- 40 წუთზე მოჰყვა. ოთარ კიტეიშვილმა ძლიერი დარტყმით წონასწორობა აღადგინა. 4 წუთში კი დინამოელები ლამაზი მოჭრილი დარტმით და ჩვენი გუნდის შემადგენლობაში სადებიუტო გოლით გიორგი ივანიშვილმა წინ გაიყვანა. ტაიმი ესეც დასრულდა. მეორე ნახევარი კი აკაკი შულაიას სახიფათო თავური დარტყმით გაიხსნა, ბურთი სანტიმეტრებში აცდა ლოკომოტივის კარს. სამაგიეროდ შულაიამ 53- ე წუთზე ბუდუ ზივზივაძის იდეალური გადაცემა შეირგო და ერთი შეხებით მესამე გოლი გაუტანა მასპინძლებს. ცოტახანში ლევან ხარაბაძემ ძლიერად და არაზუსტად დაარტყა. ამის შემდეგ თამაში შედარებით მშვიდ რიტმში გადავიდა. შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დინამოს კაპიტანმა 83- ე წუთზე დააფიქსირა. ოთარ კიტეიშვილმა ტექნიკური დარტყმით აიღო თევდორაძის კარი. ამრიგად დინამოელებმა საიუბილეო მატჩი მოგებით აღნიშნეს. ჩვენი გუნდი მესამე ტურის შეხვედრისთვის მოემზადება, რომელიც 16 მარტს დინამო არენაზე სამტრედიის წინააღმდეგ გაიმართება.

 

ლოკომოტივი  1:4  დინამო

გოლი: 1:0 შონია 21’  1:1 კიტეიშვილი 40’  1:2 ივანიშილი 44’  1:3 შულაია 53’  1:4 კიტეიშვილი 83’

გაფრთხილება: რუხაია 28’

 

ლოკომოტივი: თევდორაძე, ქურდაძე, ჭანტურია, შონია, გვალია (კომახიძე 62), გავაშელიშვილი, დავითაშილი, არველაძე (ჯიქია 70), გაბაძე, უბილავა (კობახიძე 78), სამურკასოვი

დინამო: ბულისკერია, რუხაია, თოთაძე, კობოური, ხარაბაძე, ქარდავა, ივანისენია (კუცია 31), შულაია, კიტეიშვილი (ნინუა 87), ივანიშვილი, ზივზივაძე (ერგემლიძე 77)

 

მსაჯი: ი. კვირიკაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024