• Geo
  • Eng
22.09.2023
მეორე გუნდის გამარჯვება მარტვილთან

ეროვნულ ლიგა 2-ში 27-ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამოს მეორე შემადგენლობამ მარტვილის მერანს უმასპინძლა.

 

მატჩი საინტერესეოდ და დაძაბულად წარიმართა. ანგარიში შეხვედრის დებიუტში რაულ ბარათელიამ გახსნა, ჯავახირ ესანკულოვმა კი მე-16 წუთზე ანგარიში 1-1 გახადა. ცოტახანში ნიკა უგრეხელიძემ ისევ დააწინაურა დედაქალაქელები, ესანკულოვმა კი ტაიმის ბოლოს მეორედ აღადგინა სტატუს ქვო. მეორე ნახევარი ხისტად გაგრძელდა, მომენტების მიუხედავად ზუსტი და შედეგიანი კომბინაცია შეხვედრის ბოლომდე არ გათამაშებულა. 85-ე წუთზე ალექსანდრე ფეიქრიშვილის ზუსტი დარტყმა და დინამო მესამედ დაწინაურდა შეხვედრაში. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს თემურ გოგნაძის გოლმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 4-2 დინამოელთა სასარგებლოდ.

 

მომდევნო შეხვედრას ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი მეოთხე წრის სტარტზე, 30 სექტემბერს გამართავს. დინამოელები სპაერს უმასპინძლებენ. 27 ტურის შემდეგ ლურჯ-თეთრების მეორე შემადგენლობა 44 ქულით მეხუთე ადგილზე.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024