• Geo
  • Eng
27.04.2018
დინამომ კოლხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

დინამო არენაზე ეროვნული ლიგის მერვე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც თბილისელებმა ფოთის კოლხეთი მიიღეს. შეხვედრას დარასელიას თასზე მონაწილე გუნდები სრული შემადგენლობებით დაესწრნენ. დინამომ სათამაშო უპირატესობა პირველივე წუთებიდან მოიპოვა და სტუმართა კარის მიმართულებით არაერთი შეტევა განახორციელა. მეცამეტე წუთზე მასპინძლებმა ანგარიშიც გახსნეს. ოთარ კიტეიშვილმა ითამაშა კარგად, გაცდა მეტოქეს, ძლიერადაც დაარტყა, დამატებაზე კი პირველი ბუდუ ზივზივაძე გაჩნდა და 1:0. მომდევნო შეტევაში აკაკი შულაიას შეეძლო ანგარიშს გაზრდა, მაგრამ ბურთი მეკარეს გაარტყა. მატჩის 35- ე წუთზე ლევან ხარაბაძის ჩაწოდებულის შემდეგ ბუდუ ზივზივაძეს სულ მცირედი დააკლდა. ცოტახანში ოთარ კიტეიშვილმა ითამაშა კარგად, თავად გაცდა რამდენიმე დამცველს და საბოლოოს მასზე საჯარიმოში დაჯარიმდნენ. პენალტი კაპიტანმა ზუსტად შეასრულა და ანგარიშ 2:0 გახადა. ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა. მეორე ტაიმის დებიუტში კი ოთარ კიტეიშვილმა კიდევ ერთხელ იყოჩაღა, დასწრებაზე ზუსტად ითამაშა და მესამე გოლი გაიტანა ანდრეი პოლტავცევის კარში. ამის შემდეგ კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა სტუმართა კარში, რომელიც ბუდუ ზივზივაძემ ვერ გამოიყენა. საერთოდ მთელი მატჩი დინამოელთა კოლოსალური უპირატესობით წარიმართა, თუმცა წუთიერი მოდუნება დედაქალაქელებს გაშვებულ გოლად დაუჯდათ. 81- ე წუთზე ლაშა გოგონაიამ კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი თავით გაიტანა. იმავე სიტუაციიდან რამდენიმე წუთში უკვე ლევან ხარაბაძემ იყოჩაღა და 4:1 დააფიქსირა. ბოლო წუთებში დინამოელებმა კიდევ რამდენჯერმე შეუტიეს, მარა ანგარიში აღარ შეცვლილა. დინამოელებმა ამ მოგებით 18 ქულა დააგროვეს და საბურთალოსთან ერთად სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იყოფენ.

 

დინამო  4:1  კოლხეთი

 

გოლი: 1:0 ზივზივაძე 13’  2:0 კიტეიშვილი (პენ) 39’  3:0 კიტეიშვილი 47’   3:1 გოგონაია 81’  4:1 ხარაბაძე 85’ 

გაფრთხილება: გოგბერაშვილი 28’  ნინუა 32’  გოგონაია 47’  დანილოვი 53’ 

 

დინამო: ბულისკერია, რუხაია, თოთაძე, კობოური, ხარაბაძე, ნინუა (დარცმელია 87), ივანისენია (ქოჩლაძე 76), შულაია, ო. კიტეიშვილი, ივანიშვილი, ზივზივაძე (ბაბუნაძე 81)

კოლხეთი: პოლტავცევი, გოგონაია, პონომარევი, დანილოვი, მიხალოვი, ჯიმშელეიშვილი, კაბორე, ჭეიშვილი, ტყემალაძე, კვასოვი (იმნაძე 53), გოგბერაშვილი (კვერნაძე 86)

 

მსაჯი: გ. ავაზაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024