დღეს მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე ეროვნული ლიგის მეოცე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ლოკომოტივმა დინამოს უმასპინძლა. საიუბილეო, 50- ე დერბი ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო. პირველი სახიფათო მომენტი სტუმრებმა შექმნეს, ლევან ხარაბაძეს დარტყმა არ გამოუვიდა ძლიერი და ბურთს ლუკა შეროზია აუღელვებლად დაეუფლა. საპასუხოდ მასპინძლებმა შექმნეს რეალური საგოლე მომენტი, მეკარესთან პირისპირ მამია გავაშელიშვილი გავიდა, დაარტყა კიდეც, მაგრამ სტეპან სიკაჩმა ბოლო მომენტში იხსნა დინამოელთა კარი. ანგირიში მე- 14 წუთზე გაიხსნა. დინამოელთა სწრაფი შეტევა, აკაკი შულაიას ჩაწოდება და ბუდუ ზივზივაძემ მოძრაობაზე დაიჭირა მეტოქის მეკარე და გახსნა ანგარიში. 28- ე წუთზე ბუდუმ ლოკომოტივის კარის აღების შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან, მან მათე ვაწაძის ჩაწოდებულს შეუცვალა მიმართულება, ბურთი კი სანტიმეტრებში აცდა კარს. სამაგიეროდ 34- ე წუთზე აღარ გაუშვა დინამოს ფორვარდმა შანსი ხელიდან, ისარგებლა ლუკა შეროზიას შეცდომით და მახვილი კუთხიდან დუბლი შეასრულა. დინამოელებმა ხუთიოდე წუთში ტაბლოზე დიდი ანგარიშით სხვაობა დააფიქსირეს. საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად დმიტრო ივანისენიამ გაისროლა და ტაიმიც დასრულდა. მეორე ნახევრის დებიუტში დმიტრო ივანისენიამ ტრავმა მიიღო და მის ადგილას მოედანზე ბაქარ ქარდავა შევიდა, რომელმაც საგოლე გადაცემა მიითვალა და შეხვედრის 48- ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ ჰეთ თრიქი შეასრულა. ამის შემდეგ მასპინძლებს ორი სახიფათო მომენტი ჰქონდათ და ორივეჯერ კარი სტეპან სიკაჩმა იხსნა. 54- ე წუთზე კი მამია გავაშელიშვილმა მოახერხა გოლის გატანა. გავაშელიშვილმა 77- ე წუთზე დუბლი შეასრულა, მანამდე კი ბუდუ ზივზივაძეს ბოლო მომენტში დააკლდა სიზუსტე და საგოლე მომენტი გაუშვა ხელიდან. საბოლოოდ შეხვედრა დინამოს გამარჯვებით 4:2 დასრულდა. მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 18 აგვისტოს დინამო არენაზე სამტრედიას წინააღმდეგ გამართავს.
ლოკომოტივი 2:4 დინამო
გოლი: 0:1 ზივზივაძე 14’ 0:2 ზივზივაძე 34’ 0:3 ივანისენია 39’ 0:4 ზივზივაძე 48’ 1:4 გავაშელიშვილი 54’ 2:4 გავაშელიშვილი 77’
გაფრთხილება: ქარდავა 66’
ლოკომოტივი: შეროზია, ძებნიაური (დავითაშვილი 46), ჭანტურია, შონია, გავაშელიშვილი, კომახიძე, ინჯგია (არდაზიშვილი 54), ლობჟანიძე, უბილავა, სამურკასოვი (გვალია 71), კობახიძე
დინამო: სიკაჩი, რუხაია, თოთაძე, ლოჩოშვილი, ხარაბაძე, ნინუა (დარცმელია 68), ივანისენია (ქარდავა 48), კობოური (ივანიშვილი 62), შულაია, ვაწაძე, ზივზივაძე
მსაჯი: პ. მაჭარაძე